четверг, 22 июня 2023 г.

პირველი გაკვეთილების ჩემი ტრადიცია

ყველა კლასში შესვლითანავე ტრადიციულად მივყვები მოცემულ გეგმას

  • მისალმება
  • სწავლის დაწყების მილოცვა
  •  მოკითხვა.
  • ზაფხულის შთაბეჭდილებების გაზიარება. ( რა ნახეს და შექმნეს,  რა დაათვალიერეს, რა ისტორიული წიგნი წაიკითხეს, ან რა ფილმი იხილეს, რომელი ციხესიმაგრე ან მუზეუმი მოინახულეს და ა.შ.)
  • სიახლეების გაცნობა  სასწავლო სფეროში
  •  სახელმძღვანელოები და სხვა საჭირო სასწავლო რესურსები წლის მანძილზე
  • ესგ-თი გათვალისწინებული საკითხები შესაბამის კლასში
  • მიმდინარე, სემესტრული და წლიური  შეფასების საკითხები
  • სწავლების მეთოდები, რომელსაც გამოვიყენებთ წლის მანძილზე
  • სასწავლო ნივთები, რაც დაგვჭირდება წლის განმავლობაში. 
მეორე გაკვეთილიდან უკვე იწყება ქცევის წესებზე შეთანხმება. შესაძლოა, ამას მთელი გაკვეთილი ან უფრო მეტიც დასჭირდეს, თუმცა, ღირს ამ საკითხზე სერიოზული შეჩერება. 
ასე, რომ გისურვებთ წარმატებას. გისურვებთ სერიოზულ და ნაყოფიერ სამუშაოს წლის მანძილზე

пятница, 12 марта 2021 г.

Homo Erectus 100+25 დმანისი და მის მიღმა

მსოფლიოს სამეცნიერო წრეების აღიარება: საქართველო - უძველესი მეღვინეობის ...

ღვინის სამშობლო


ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum


აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი PNAS (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალი) აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus" („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან"). ქართველებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან.
სტატია მოგვითხრობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.
2014 წლიდან, „ასოციაცია ქართული ღვინო"-ს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა". მასში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე, ხოლო კოორდინატორი - ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერი, დოქ. დავით მაღრაძე.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI ათასწლეული) ძეგლების კვლევა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. სხვადასხვა დროს მას ხელმძღვანელობდნენ ალექსანდრე ჯავახიშვილი, ოთარ ჯაფარიძე და თამაზ კიღურაძე. ამჟამად გათხრებს ხელმძღვანელობს არქეოლოგი მინდია ჯალაბაძე. უკანასკნელ წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციების მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ტორონტოს უნივერსიტეტი.
პროექტის ფარგლებში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით ჩატარებული ბიომოლეკულარული კვლევების შედეგად მარნეულის რაიონში მდებარე ნეოლითის პერიოდის „გადაჭრილი გორის" და „შულავერის გორის" არქეოლოგიურ ძეგლზე უკანასკნელი პერიოდის გათხრების დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის კედლებზე ღვინისათვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების (ღვინის მჟავა, ვაშლმჟავა, ქარვამჟავა და ლიმონმჟავა) არსებობა დადასტურდა, რაც Vitis vinifera-ს ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინის მარკერია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების ელისო ყვავაძისა და ნანა რუსიშვილის მიერ მუზეუმში ჩატარებულმა პალეობოტანიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში ამ რეგიონში ვაზის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. მილანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ოსვალდო ფაილას ხელმძღვანელობით აღადგინეს ძვ.წ. VI ათასწლეულის კლიმატი და დაადასტურეს, რომ ქვემო ქართლში 8000 წლის წინ ვაზის კულტივირებისთვის შესაბამისი პირობები იყო. ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი განისაზღვრა ძვ.წ. 6000-5800 წლებით, რაც 600 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი ზაგროსის მთიანეთიდან (ირანი).
ამრიგად, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის შემდეგ გავრცელდა მთელს მსოფლიოში და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.

воскресенье, 10 мая 2020 г.

"ჯარისკაცის მამა" . 1964.



ამ დიდებული ფილმის სცენარის ავტორია სულიკო ჟღენტი, რომელიც გერმანია-სსრკ-ს ომის დაწყებისთანავე 16 წლის  ახალგაზრდა ნებაყოფლობით წასულა ფრონტზე საბრძოლველად. ფილმ ჯარისკაცის მამის მთავარი გმირის პროტოტიპი მასთან ერთად მსახურობდა. მას გიორგი მახარაშვილი ერქვა და ამ სახელით დარჩა ის ფილმშიც. 
«ღამის მსვლელობა, ტყვიამფრქვევის ზუზუნი, ის კი ეხმარება" - იხსენებს სცენარისტი. ასეთი ეპიზოდიც კი ყოფილა ომში, როცა მახარაშვილი იღებს მიწას და ამბობს, რომ ხვნისა და თესვის დროა. " გაზაფხულდა, გამეღვიძა. ვხედავ - იღებს ჩვენი მოხუცი ხიშტს, თხრის მიწას მისი დახმარებით და შემდეგ მარცვალს აგდებს - გვიამბობდა სულიკო ჟღენტი. 
მახარაშვილს - ჯარისკაცის მამას თავის მშობლიურ კახეთში ძეგლი დაუდგეს, ოღონდ, მისი სახე სერგო ზაქარიაძის სახით გამოსახეს. 
უბრალო მევენახე გლეხი, ბრძენი მოხუცი სამუდამოდ დაბრუნდა თავის მშობლიურ მხარეში, კახეთში. თავისი დაღუპული შვილის მოსასხამი და ქუდი უჭირავს მას ხელში. 15-მეტრიანი გოლიათის ფეხებთან დგას  4 სვეტი ომის წლების რაოდენობის მიხედვით და ორივე მხარეს - ხსოვნისა და მარადიულობის კედელზე  1941-1945 წწ. ომში დაღუპული ყველა კახელის სახელია ამოტვიფრული, ხოლო ცენტრში - მარადიული ცეცხლი.    
ქვემოთ ბარელიეფზე ამოტვიფრულია რაიონის ყველა სოფლის მცხოვრებთა სახელები, ვინც ვერ დაბრუნდა უკან. სიაში თითქმის ნახევარი მათგანი გვარად მახარაშვილია.  
ძირითადა სცენარი რეალურ ამბავზეა აგებული. სერგო ზაქარიაძე იყო ამ როლზე ერთადერთი პრეტენდენტი. ის ისეთი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ფილმზე მუშაობას - სასცენო კოსტუმით ეძინა, რომ დილით ყველაზე ადრე მისულიყო გადაღებებზე. 
რეზო ჩხეიძის აღიარებით, "ჯარისკაცის მამის" საუკეტესო რეცენზია გახდა წერილი, რომელიც რეჟისორმა სევასტოპოლიდან მიიღო. მასში აღწერილი იყო კონკრეტული შემთხვევა, როცა ახალგაზრდა ადამიანი მივიდა მილიციაში დანასაულის აღიარებისათვის. როცა მას ჰკიტხეს მიზეზი - რატომ მოიქცა ასე, უპასუხა, "ეს-ეს არის ნახა ფილმი "ჯარისკაცის მამა" და გადაწყვიტა, პატიოსნად ეცხოვრა  სამყაროში" 

წყარო: http://www.tele.ru
წყარო: http://www.molodguard.ru

понедельник, 4 мая 2020 г.

დათოს ბლოგი: საუბრები თიმსზე


დათოს ბლოგი: საუბრები თიმსზე: პირველი ვიდეო თიმსში შემოსასვლელად ამ პოსტში თავს მოვუყრი ვიდეოკაკვეთილებს თიმსის შესახებ თიმსის გამოყენების დაწყება პროფე...