Показаны сообщения с ярлыком აქტივობები. სწავლების მეთოდები.. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком აქტივობები. სწავლების მეთოდები.. Показать все сообщения

суббота, 17 ноября 2018 г.

დოკუმენტების გამოყენება ისტორიის სწავლებისას.

ისტორიული დოკუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში

   
ისტორიული დოკუმენტების სხვადასხვა ჯგუფი არსებობს.  მაგ:
1. ხელნაწერი
2. ნივთიერი
3. ეთნოგრაფიული
4. ზეპირსიტყვიერი
5. ლინგვისტური
6. ფოტო-კინოდოლუმენტები
7. ფონო-დოკუმენტები და სხვა.

 გაკვეთილზე დოკუმენტის გამოყენებაზე უარის თქმა მეთოდური შეცდომაადოკუმენტი წარმოადგენს მონათხრობსა და სახელმძღვანელოსთან ერთად დამხმარე საშუალებას
დოკუმენტზე მუშაობის მრავალი ხერხი არსებობს. მათი არჩევანი დამოკიდებულია პედაგოგის კვალიფიკაციაზე და მოსწავლეთა მომზადების დონეზე

დოკუმენტები, რომლითაც ხელმძღვანელობენ ედაგოგები, ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა
1. სააქტო დოკუმენტები: იურიდიული, საოჯახო, პოლიტიკური, სტატისტიკურიპროგრამული (სიგელები, სახელმწიფო აქტები, კანონის ტექსტები და სხვა)
2. თხრობითი და აღწერილობითი ხასიათის ლიტერატურული დოკუმენტებიმემუარები, მატიანეები, ქრონიკები, ცხოვრების აღწერა, მიმოწერა და სხვა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე, მხატვრული ლიტერატურის დოკუმენტები: პროზა, პოეზია, მითები, ზღაპრების და სხვა

სირთულეები დოკუმენტების გამოყენებისას
1. მოცულობით დიდია, დაწერილია რთული ენით, საჭიროებს ახსნა-განმარტებებს. ამ შემთხვევაში, მასწავლებლის მთავარი  პრინციპი უნდა იყოს მოკლე, ხელმისაწვდომი შინაარსით და გასაგები ენით მისი გადმოცემა.
2. ყველა დოკუმენტი არ შეესაბამება პროგრამას და სასწავლო სამუშაოს ამოცანებს. ამ შემთხვევაში, პედაგოგმა უნდა გამოიყენოს მხოლოდ ტექსტის ყველაზე აუცილებელი ადგილები

ისტორიული დოკუმენტის ტექსტზე მუშაობა შეიძლება იყოს სხვადასხვანაირად ორგანიზებული. მაგ:

1. დოკუმენტის განხილვა თვით პედაგოგის მიერ.
2.დოკუმენტის განხილვა მოსწავლეების მიერ  პედაგოგის უშუალო ხელმძღვანელობით.
3. მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობა დოკუმენტზე კლასში პედაგოგის მითითებით.
4. მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობა დოკუმენტზე სახლში პედაგოგის მითითებით
გაკვეთილზე ისტორიულ დოკუმენტზე მუშაობის ორი ხერხი არსებობს;
1. დოკუმენტის ჩართვა პედაგოგის მონათხრობში;
2. მოსწავლეთა ორგანიზება დოკუმენტის ტექსტზე მუშაობისას, მისი ანალიზი.

ეს ორი ხერხი კიდევ იყოფა ქვე-ნაწილებად. მაგ

დოკუმენტის ჩართვა მასწავლებლის მონათხრობში  ხდება შემდეგი მიზნებით;
1. დოკუმენტის გამოყენება მონათხრობის გასამდიდრებლად და გასახატოვნებლად დამოწმების გარეშე.
2. დოკუმენტის გამოყენება, მისი მოკლე დახასიატებით და ცალკეული ნაწილების ჩართვით მონათხრობში.
3. ციტატების განხილვა დოკუმენტიდან ცალკეული მდგომარეობის დასამტკიცებლად პედაგოგის მონათხრობში
დოკუმენტის შეხამება სახელმძღვანელოს ილუსტრაციებთან

დოკუმენტის ანალიზი ხდება შემდეგი მიზნებით:
1. კომენტირებული კითხვა დოკუმენტიდან საბოლოო დასკვნის გამოტანით.
2. საუბარი პედაგოგის მიერ წაკითხულ დოკუმენტზე.
3. მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობა დოკუმენტის ტექსტზე. (ამ შემთხვევაში, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, თუ რას წარმოადგენს მოცემული ისტორიული დოკუმენტიროდის და ვის მიერ არის ის შედგენილი, რის შესახებ აწვდის მკითხველს ცნობას და .. ამ ინფორმაციას მოსწავლე ზოგჯერ თავად პოულობს სახელმძღვანელოში, უფრო ხშირად კი მასწავლებელი აწვდის ცნობებს

გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ.
ავტორები:  სერგო  ვარდოსანიძე, ზოია  ჩიმაკაძე, ელგა  ცქიტიშვილი.

среда, 25 июля 2018 г.

დაფა, როგორც თვალსაჩინოება...


Image result for სასკოლო დაფა
საკლასო დაფა შედის ისტორიის გაკვეთილის აღჭურვილობაში (რესურსებში). ის თითქმის შეუცვლელი დამხმარე საშუალებაა ისტორიის მასწავლებლისთვის თითოეულ გაკვეთილზე.
პირველ რიგში, საჭიროა, მასწავლებელმა გაიაზროს:
- როგორ გამოიყენოს საკლასო დაფა, რაც შეიძლება რაციონალურად?
- როგორ გადაანაწილოს მასზე დასამახსოვრებლად აუცილებელი მასალა, რაც შეიძლება უკეთესად და კომპოზიციურად?
გაკვეთილის მსვლელობის დროს, დაფაზე შეიძლება ჩაიწეროს თარიღები, სახელები, დასახელებები, გეოგრაფიული პუნქტები და ა.შ. ასევე, საშინაო დავალება გაკვეთილის ბოლო მომენტში.
ზოგჯერ დაფა დაკავებულია რეპროდუქციით, ცხრილებით, სქემებით. ასეთ დროს მასწავლებელმა წინასწარ უნდა გაითვალისწინოს სუფთა მინდორის ისეთი განაწილება, რომ ჩანაწერები და საილუსტრაციო მასალა ხელს კი არ უშლიდეს ერთმანეთს, არამედ ავსებდეს ერთი მეორეს. 
საერთოდ, დაფაზე ჩანაწერები  გამოიყენება მეტი თვალსაჩინოების,  სიცხადის, ცოდნის უკეთესი განმტკიცებისათვის.
როგორც წესი, მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს ჩანაწერების განლაგება, რათა არ მოხდეს დაფის ზედმეტი მასალით გადატვირთვა.

უმცროს კლასებში დაფაზე იწერება
1. გაკვეთილის თემა
2. ზოგჯერ შესასწავლი მასალის გეგმა

გაკვეთილის მსვლელობაში კი იწერება:

1. ახალი ტერმინები
2. ისტორიული მოღვაწეების სახელები
3. ქრონოლოგიური თარიღები.

ამასთან, თარიღები იწერება აუცილებლად დროის თანმიმდევრობის დაცვით.  ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თარიღები დაიწეროს შესაბამისი მოვლენებისა და ამბების დასახელებასთან ერთად.

უფროს კლასებში პრაქტიკაშია მხოლოდ თარიღების, ტერმინებისა და სახელების ჩაწერა.

დაფაზე ჩანაწერები კეთდება გარკვეული სისტემით. 
მარცხნიდან მარჯვნივ
ან სვეტებად ზემოდან ქვემოთ

 ჩანაწერები ისე უნდა გაკეთდეს, რომ ხელი არ შეუშალონ ნახატებს, ნახაზებს, სქემებს...

სასურველია, მასწავლებელმა წინასწარ თავის კონსპექტში დაგეგმოს (ჩაინიშნოს)  დაფაზე დასაწერად გამზადებული ტერმინები, თარიღები და ა.შ.
თუ მასწავლებელს გააჩნია ხატვის უნარი, მას შეუძლია თხრობის შესაბამისად ნახატიც გამოსახოს ცარცით დაფაზე.


გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ.
ავტორები:  სერგო  ვარდოსანიძე, ზოია  ჩიმაკაძე, ელგა  ცქიტიშვილი.

თვალსაჩინოებების გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე.


თვალსაჩინოების შერჩევისას მასწავლებელმა უნდა მიმართოს, პირველ რიგში, ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს, სადაც უხვადაა მოცემული სხვადასხვა სახის გამოსახულებები, ფოტოსურათები და ა.შ.

თვალსაჩინო მასალების გაკვეთილზე გამოსაყენებლად მასწავლებელი წინასწარ უნდა მოემზადოს. მან უნდა დაამუშაოს შესასწავლი თვალსაჩინო მასალა რამდენიმე ეტაპის მიხედვით. კერძოდ,
1. მომზადება აღქმისათვის
2. დემონსტრირება-შერჩევა
3. აღწერა და გარჩევა
4. საერთო დახასიათება.

1. მომზადება აღქმისათვის - ამ მომენტში არ უნდა შემოვიფარგლოთ თვალსაჩინოების უბრალოდ ჩვენებით. მაგ: მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეებს მოკლე ახსნა-განმარტება. უნდა გააცნოს მისი შექმნის ისტორია, დაახასიათოს იმ ეპოქის საზოგადოებრივ-ისტორიული პირობები და ა.შ.
2. დემონსტრირება-შერჩევა -  საჩვენებელი მასალა მოსწავლეთათვის მოსახერხებელ ადგილას უნდა იყოს გამოფენილი. ბავშვებს უნდა მიეცეთ მცირე დრო უხმოდ დაათვალიერონ თვალსაჩინოება. მას ყველა ადვილად უნდა ხედავდეს. ჩვენება უნდა იყოს მოკლე, გარკვეული და ნათელი.  საუბარი არ უნდა გადაიტვირთოს გადახვევებით, დამატებით დეტალებზე საუბრით და ა.შ.
3. ახსნა და გარჩევა - ეს მომენტი უნდა იყოს ნათელი და ლაკონური, მიზანმიმართული რაიმე კონკრეტულისაკენ. ჩვენება უნდა იყოს ზუსტი და თანმიმდევრობითი, ახსნილი პედაგოგის მიერ სიტყვიერად. აქცენტი უნდა გაკეთდეს მთავარსა და მნიშვნელოვანზე.
4. საერთო დახასიათება - დეტალურ დახასიათების შემდეგ აუცილებელია გაკეთდეს დასკვნითი საერთო დახასიათება, სადაც ხაზი გაესმება თვალსაჩინოების მთავარ აზრს და მნიშვნელობას მოცემულ თემაში.


ისტორიის შესასწავლად სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება გამოიყენება. ისინი შეიძლება დავყოთ 3 ჯგუფად. :

1. საგნობრივი
2. გამომსახველობითი
3 პირობით-გრაფიკული

საგნობრივ თვალსაჩინოებას მიეკუთვნება
1.მატერიალური კულტურის ძეგლები (ციხესიმაგრეები, სასახლეები, ეკლესიები და სხვ.)
2.ისტორიული მოვლენების დაუვიწყარი ადგილები (ბრძოლის ადგილები, ხელშეკრულებათა დადების ადგილები, ზეიმების და სხვ,)
3. ხელოვნების ნაწარმოებები
4. სამუზეუმო ექსპონატები:  (საყოფაცხოვრებო საგნები წარსულიდან და სხვადასხვა სიძველეები, ტანსაცმელი, სამკაულები  და სხვ.)

გამომსახველობით თვალსაჩინოებას  მიეკუთვნება
1. სურათები
2. ილუსტრაციები
3. რეპროდუქციები
4. ფოტოსურათები
5. პორტრეტები
6. კარიკატურები
7. კინოფილმები
8. დიაპოზიტივები
9. მაკეტები
10. მოდელები და სხვ.

პირობით-გრაფიკულ თვალსაჩინოებას მიეკუთვნება
1. გეგმები
2. რუკები
3. გრაფიკები
4. აქემები
5. დიაგრამები
6. გრაფიკები და სხვ.

ამასთან, გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ასაკი. მაგალითად დაბალ კლასებში სასურველი და საჭიროა გამოვიყენოთ საგნობრივი და გამომსახველობითი თვალსაჩინოების ნიმუშები. მაღალ კლასებში მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ სიმბოლური, პირობით-გრაფიკული გამოსახულებანი (რუკები, დიაგრამები, სქემები და ა.შ.)

გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ.
ავტორები:  სერგო  ვარდოსანიძე, ზოია  ჩიმაკაძე, ელგა  ცქიტიშვილი.

пятница, 3 марта 2017 г.

ტექსტზე მუშაობის ხერხები ისტორიის გაკვეთილზე

ტექსტზე (წიგნზე) მუშაობის ხერხები მრავალგვარია. მისი გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ ისტორიის გაკვეთილზე. მაგ:
1. გეგმის შედგენა (მარტივი გეგმა, გაშლილი გეგმა)
2. თეზისების შედგენა (უფროს კლასებში)
3. დაკონსპექტება (უფროს კლასებში)
4. ტექსტის წაკითხვა, კითხვებზე პასუხი.
5. ტექსტში ფაქტებისა და მოსაზრებების პოვნა
6. ტექსტში დასკვნის პოვნა
7. ტექსტში ცნებებისა და ტერმინების პოვნა
8. სიტყვის მნიშვნელობის ახსნა
9. ქრონოლოგიურო ცხრილის შედგენა
10. ტექსტში სპეციალურად დაშვებული შეცდომის პოვნა
11. ქვეყნის დახასიათება სხვადასხვა ასპექტით (ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური და სხვ.)
12. ფაქტების, მოვლენების, პიროვნებების შედარება
13. ისტორიული პირის დახასიათება
14. ისტორიული პირის ან მოვლენის შეფასება
15. ტესტის შედგენა
16. ვარაუდების გამოთქმა
17. ”შნესკა” (შეწყობილ ნიშანთა სისტემა)
18. კითხვების დასმის პროცედურა (ჯგუფური მუშაობა)
19. ორმხრივ ჩანაწერთა დღიური
20. მკითხველის რეაქცია და სხვ.

ისტორიის სწავლების წესები და მეთოდიკა

ისტორიის სწავლების ძირითადი საფუძველი მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაში მდგომარეობს. მათ უნდა ესმოდეთ ერთმანეთის.  ეს წარმატებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
თავის მხრივ, მასწავლებელმა კარგად უნდა შეისწავლოს სწავლების წესები და მეთოდები, რომ დაეხმაროს მოსწავლეს - გაუადვილოს ისტორიის შესწავლა.
სწავლების მეთოდები უკარნახებს მასწავლებელს, თუ როგორ განახორციელოს ესა თუ ის პროცესი. მეთოდების გამოყენება მთლიანად მასწავლებელზეა  დამოკიდებული.  ასევე, მეთოდების გამოყენება დამოკიდებულია გაკვეთილის თემაზე,  კლასის განსწავლულობის ხარისხზე, ასაკობრივ თავისებურებებზე და სხვა ნიშან-თვისებაზე.
თითოეული მასწავლებელი თანდათანობით აგროვებს გამოცდილებას, გამოიმუშავებს საკუთარი, ინდივიდუალური სწავლების ხერხებს. პრაქტიკული მუშაობის პროცესში ის თავისუფლად იყენებს ამ ხერხებს და მეთოდებს - ზოგჯერ იმეორებს, ზოგჯერ სახეს უცვლის, მაგრამ აუცილებლად ითვალისწინებს კონკრეტულ სიტუაციას.
ისტორიის გაკვეთილზე შესაძლებელია სწავლების ყველა მეთოდების გამოყენება,  რომელსაც ითვალისწინებს თანამედროვე მეცნიერება, თუმცა შეუძლებელია ყველა მეთოდის ერთ გაკვეთილზე გამოყენება.
ისტორიის სწავლების თანამედროვე მეთოდიკაში მიღებულია ხუთი მეთოდი: 
1. ზეპირსიტყვიერი
2. თვალსაჩინოების
3. პრაქტიკული
4. წიგნზე მუშაობის
5. ვიდეომეთოდი.  


თითოეული მეთოდი გამოიხატება სხვადასხვა ხერხითა და საშუალებით. მაგ:

მეთოდები

მეთოდის გამოხატვის ხერხები და საშუალებები
ზეპირსიტყვიერი

თხრობა, ლექცია, საუბარი, დისკუსია, დისპუტი, ახსნა-განმარტება, ინფორმაცია, ინსტრუქცია....

თვალსაჩინოების

ილუსტრაცია, დემონსტრაცია, ჩვენება, გადასინჯვა, მოსწავლეთა დაკვირვება....

პრაქტიკული

ვარჯიში, ცოდნის შემოწმება, კონტროლი მოსწავლეთა გამოსვლებზე, მოხსენების რეფერატების, გამოსვლების დაწერა, შემოქმედებითი თამაშები...

წიგნზე მუშაობის

კითხვა, კონსპექტი, ამონაწერები, შენიშვნების შედგენა, ციტირება, თეზისების დაწერა, გეგმების, სქემების, ქრონოლოგიური ცხრილების შედგენა, ისტორიულ მოღვაწეთა დახასიათება....
ვიდეომეთოდი

მუშაობა ”ელექტრონულ მასწავლებელთან” , კომპიუტერისა და სხვა სასწავლო-ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენება...


აქვე განვმარტოთ, რომ სწავლების ხერხი მეთოდების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ის მეთოდის ელემენტია, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში გამოიყენება. მაგ: ვიდეომეთოდი, ხერხი - კომპიუტერი გამოყენება და ა.შ.
სწავლების არცერთი წესი და მეთოდი არ არის უნივერსალური. მათი მრავალფეროვნების დანიშნულებაა სასაწვლო პროცესის მოსწავლეთა მიერ ცოდნის მაქსიმალური ათვისებისაკენ  წარმართვა. წესებისა და მეთოდების შერჩევა მთლიანად დამოკიდებულია მასწავლებლის კვალიფიკაციაზე,  ოსტატებაზე,  ცოდნასა და პირად  თვისებებზე. აგრეთვე, მოსწავლეთა აქტიურობაზე, მათ ნაკითხობასა და დაინტერესებაზე.


გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ. 
ავტორები:  სერგო  ვარდოსანიძე, ზოია  ჩიმაკაძე, ელგა  ცქიტიშვილი.