воскресенье, 14 июня 2026 г.

"The living heritage of Mount Athos" - "ათონის მთლის ცოცხალი მემკვიდრეობა"

საერთაშორისო პროექტი - "The living heritage of Mount Athos" , რომელშიც მონაწილეობდა 5 ქვეყნის - საქართველო, საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი, სერბეთი - 8 სკოლა. პროექტი განხორციელდა ESEP პლატფორმაზე. მოსწავლეებმა შეიძინეს მრავალმხრივი ცოდნა ათონის მთის შესახებ, რომ იგი კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც 1000 წლის შემდეგაც უცვლელია. ის არის ქართველთათვის დიდებული ისტორიული ფენომენი. ის არის ცოდნის არქივი, სადაც მონასტრის ბიბლიოთეკები ათასობით უძველეს არტეფაქტსა და დოკუმენტს შეიცავს, რომლებიც ფასდაუდებელია მსოფლიო ისტორიისთვის. ყველა აქტივობა რომელიც მომზადდა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში, საჭიროებდა კვლევას. ასეთ თემაზე ინფორმაციის მოძიებასა და გაზიარებაში დრომ შუმჩნევლად ჩაიარა. მოსწავლეებმა შექმნეს მრავალი ციფრული რესურსი და ითანამშრომლეს უცხოელ თანატოლებთან და გაიუმჯობესეს უცხო ენის ცოდნა. ჩვენ, ყველამ ერთად უკეთ გავიაზრეთ ამ დიდი მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობა საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის. მადლობა ჩვენს პარტნიორებს პროექტის საინტერესოდ და წარმატებით განხორციელებისთ.

მოსწავლეებმა მოიძიეს ათონის მთის წარმოშობის ისტორია და ქართველი მამების კვალი ამ საქმეში. აღმოაჩინეს, რომ ჩვენს წინაპრებს უდიდესი ღვაწლი მიუძღვით ათონის იმ სახით ჩამოყალიბებაში, როგორიც დღეს არის ის. მათ შექმნეს ნახატები.


ყველამ ერთად გავარკვიეთ, რომ ათონის მტაზე პირველი ქართველები ჯერ კიდევ მე-8 საუკუნეში გამოჩენილან. ვნახეთ, როგორია მისი ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა და კონკრეტულად სად- რა ადგილას მდებარეობს ათონის ივერთა მონასტერი. გავარკვიეთ, რომ დღეს აქ 20 დიდი სამონასტრო თემი არსებობს, მათ შორის ივერონიც- რომელსაც დღემდე ფლობენ ბერძენი ბერები. გავარკვიეთ, რომ ივერონს მე-14 საუკუნიდან ფლობენ ბერძნები. მიუხედავად ამისა, მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრამდე ქართველი ბერების ათონზე არსებობა არ შეწყვეტილა. მცირე პერიოდი - მე-20 საუკუნის 50-ანი წლებიდან 1995 წლამდე ჰქონდა საქართველოს ათონთან წყვეტა, მაგრამ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1995 წლიდან კვლავ დაიძრა ქართველთა ტალღა ათონის მთაზე.

მოსწავლეებმა შექმნეს ქართველ წმინდანთა ნახატები, რომელიც აქაურმა მონასტერმა შემოგვინახა. სხვა შემთხვევაში არ გვეცოდინებოდა მათი სახეები.

მოსწავლეთა მიერ შექმნილი ქართველ წმინდანთა ნახატები:

ექვთიმე მთაწმინდელი თორნიკე ერისთავიგიორგი ათონელი
მოსწავლეებმა შექმნეს პოსეტრები და გაარკვიეს, რომ ათონის მთის სახელი მუდმივად ცოცხალია ქართველთა ხსოვნაში. მაგალითად, საქართველოში არსებობს გეოგრაფიული ადგილი ახალი ათონი აფხაზეთში, ქალაქ სოხუმის მახლობლად. ასევე, შუაგულ ქართლში არსებობს ადგილი, რომელსაც მონასტერთა სიმრავლის გამო უწოდეს "პატარა ათონი" პირველი დიდი ათონისაგან განსხვავებით. ეს არის ადგილი ქართლში - მდინარე ძამის ხეობაში, სადაც დედათა და მამათა 90-მდე დიდი და პატარა მონასტერი არსებობს.

 
 




კვლევა-ძიების პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ივერონის სახელწოდების სხვა ტაძრების არის მსოფლიოში. მაგალითად, სერბეთის ივერონი:








ასევე, აღმოვაჩინეთ ბერძენი მხატვარი ნიკოს ბოუკოუვალასი, რომემაც შექმნა თორნიკე ერისთავი ნახატი და ფიქრობს კომიქსების გაკეთებას ქართველ მხედართმთავარზე. მას ეს იდეა მოსვლია ბერძენი კომპოზიტორის ფარია ფარაჯის მუსიკის მოსმენის შემდეგ, რომელიც ასევე, თორნიკე ერისთავს ათონის მთის ივქრთა მონასტრის დამაარსებელს მიუძღვნა ავტორმა.


Nikolaos Boukouvalas (ნიკოლას ბოუკოუვალასი)
Tornike was a monk at Mount Athos when the palace asked him to aid Bardas Phokas in crushing the rebellion of Bardas Skleros. Having renounced his former life of violence, Tornike only relectantly agreed, under pressure by his fellow monks. After he completed his quest, he returned to mount Athos and founded the Monastery of Iviron ("of the Georgians"). It stand there to this day, although now it's inhabited by mostly Greek and Russian monks. (თორნიკე ათონის მთაზე ბერი იყო, როდესაც სასახლემ სთხოვა, ბარდას ფოკას დახმარებოდა ბარდას სკლეროსის აჯანყების ჩახშობაში. ძალადობრივი ცხოვრების წარსულზე უარის თქმის შემდეგ, თორნიკემ თანამოძმეების ზეწოლის გამო უხალისოდ დათანხმდა. თავისი ძიების დასრულების შემდეგ, ის ათონის მთაზე დაბრუნდა და დააარსა ივერონის („ქართველთა“) მონასტერი. ის დღემდე იქ დგას, თუმცა ახლა მასში ძირითადად ბერძენი და რუსი ბერები ცხოვრობენ.)






პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა საინტერესო მართლმადიდებლური კალენდარი

 

Collaborative Orthodox Heritage Calendar автор: Sanja Nikolic