среда, 8 июля 2026 г.

"ოქროს საწმისი"

 ფესტივალი ოქროს საწმისი 

ფესტივალი, რომელიც გაიმართა 2023წ. მარტი-მაისის თვეებში თსუ ნეოგრეცისტიკის და ბიზანტინისტიკის ინსტიტუტის მიერ  საბერძნეთის საელჩოს ხელშეწყობით. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სხვადასვხა აქტივობები, მათ შორის მოსწავლეთა კონფერენცია. მასში მონაწილეობდა 10/11 კლასების ჩემი სამი მოსწავლე - ანი ხუციშვილი, ლამან ისმაილოვა და ანა იასეშვილი. მათ დაწერეს საინტერესო მოხსენებები თემაზე: 
1. ბერძნები საქართველოში ავტ. ანი ხუციშვილი

2. თავისუფლებისათვის მებრძოლი ბერძენი ქალები - მანტო მავროგენუსი და ლასკარინა ბუბულინა. ავტ: ანა იასეშვილი

3.თავისუფლებისათვის მებრძოლი ბერძენი გმირი ალექსანდრე იფსილანტისი. ავტ: ლამან ისმაილოვა. 

მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი სიმბოლური საჩუქრებით. 

კონფერენციის საუკეთესო თემები შევიდა სპეციალურად ამ აქტივობისათვის გამოცემულ პატარა წიგნში. ნაკრებში მოხვდა ჩემი ორი მოსწავლის ანა იასეშვილის და ლამან ისმაილოვის თემები. 

  

ანა ხუციშვილი და ლამან ისმაილოვა საბერძნეთის ელჩის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორის ლევან გიგინეიშვილის გარემოცვაში.

წყარო: https://app.bookcreator.com/books/ISJKMnkvRTeod2V83geh2Q/gfG_2cirRM6097Cw8paU6A

суббота, 4 июля 2026 г.

5 ა კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

ეს პროექტი პირველად განხორციელდა პანდემიის დროს 2020/2021 სასწ. წელს, მაშინ როცა ჩემი სადამრიგებლო კლასი პირველად ჩავიბარე და დღეს უკვე დიდები - 11 კლასში გადასული გოგო-ბიჭები არიან. ეს ის პერიოდია, როცა სახლში ვისხედით ჩაკეტილები.  პირველად დავიწყეთ Teams- გაკვეთილები. ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით შევედი ხატვის მასწავლებლის ჯგუფში და აღმოვაჩინე ჩემი ბავშვების საოცარი ნიჭი. სათითაოდ დავათალიერე ხატვის მასწავლებლისთვის გადაგზავნილი დავალებები. იმდენად ბევრი ნამუშევარი მომეწონა, რომ გადავწყვიტე ხატვის მასწავლებელთან შეთანხმებით, პირველი ონლაინ-გამოფენა მომეწყო მათთვის. საოცარი მოტივაცია წამოვიდა მათგან.  ყველას უნდოდა საკუთარი ნამუშევრის გამოფენა. ვინახავ დიდი სიყვარულით მათი ბოლო ზარისთვის. მახსოვს, ძალიან ხალისით რომ ხატავდნენ. ყველას უნდოდა სოციალურ სივრცეში თავის გამოჩენა. სამწუხაროდ, ყველა ვერ შემორჩა აქამდე კლასის კოლექტივს, ზოგს სხვადასხვა პირობების გამო მოუწია სხვა სკოლაში გადასვლა. ასევე, წლების განმავლობაში შემოგვემატა სხვა სკოლიდან მოსული ბავშვები, როგორც ხდება ხოლმე. თუმცა ძირითადი ბირთვი მაინც კლასშია. ამ გამოფენით შთაგონებულმა სკოლაში როცა დავბრუნდით პერსონალური გამოფენები მოვუწყე ჩემებს. აღმოჩნდა რომ კლასში საუკეთესო სამი მხატვარი მყავდა,  მერე შემოემატნენ კიდევ სხვები. მე-9 კლასის ბოლოს დაახლოებით 6-7 მოსწავლე კარგად ხატავდა.  "მხატვრების კლასს" ვეძახდი ხოლმე ცოტა მოგვიანებით. 

დაამზადე საქართველოს დროშა..

დღემდე ჩემი საყვარელი პროექტი. პროექტი E-twinning-ში, რომელსაც მანამდე ჰქონდა სასკოლო, სამუზეუმო (ქალაქ რუსთავში) და ფეისბუქ ტყუპისცალი პროექტები. ჩატარდა დიდი აჟიოტაჟით და მოტივაციით. ჩაერთო საქართველოს მრავალი რეგიონი. მონაწილეობდა მინიმუმ საქართველოს 20-მდე სკოლა სხვადასხვა რეგიონიდან. იყო ძალიან საინტერესო. მადლობა ყველას ამ პროექტის ხელშეწყობისთვის.