суббота, 4 июля 2026 г.

5 ა კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

ეს პროექტი პირველად განხორციელდა პანდემიის დროს 2020/2021 სასწ. წელს, მაშინ როცა ჩემი სადამრიგებლო კლასი პირველად ჩავიბარე და დღეს უკვე დიდები - 11 კლასში გადასული გოგო-ბიჭები არიან. ეს ის პერიოდია, როცა სახლში ვისხედით ჩაკეტილები.  პირველად დავიწყეთ Teams- გაკვეთილები. ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით შევედი ხატვის მასწავლებლის ჯგუფში და აღმოვაჩინე ჩემი ბავშვების საოცარი ნიჭი. სათითაოდ დავათალიერე ხატვის მასწავლებლისთვის გადაგზავნილი დავალებები. იმდენად ბევრი ნამუშევარი მომეწონა, რომ გადავწყვიტე ხატვის მასწავლებელთან შეთანხმებით, პირველი ონლაინ-გამოფენა მომეწყო მათთვის. საოცარი მოტივაცია წამოვიდა მათგან.  ყველას უნდოდა საკუთარი ნამუშევრის გამოფენა. ვინახავ დიდი სიყვარულით მათი ბოლო ზარისთვის. მახსოვს, ძალიან ხალისით რომ ხატავდნენ. ყველას უნდოდა სოციალურ სივრცეში თავის გამოჩენა. სამწუხაროდ, ყველა ვერ შემორჩა აქამდე კლასის კოლექტივს, ზოგს სხვადასხვა პირობების გამო მოუწია სხვა სკოლაში გადასვლა. ასევე, წლების განმავლობაში შემოგვემატა სხვა სკოლიდან მოსული ბავშვები, როგორც ხდება ხოლმე. თუმცა ძირითადი ბირთვი მაინც კლასშია. ამ გამოფენით შთაგონებულმა სკოლაში როცა დავბრუნდით პერსონალური გამოფენები მოვუწყე ჩემებს. აღმოჩნდა რომ კლასში საუკეთესო სამი მხატვარი მყავდა,  მერე შემოემატნენ კიდევ სხვები. მე-9 კლასის ბოლოს დაახლოებით 6-7 მოსწავლე კარგად ხატავდა.  "მხატვრების კლასს" ვეძახდი ხოლმე ცოტა მოგვიანებით. 

Комментариев нет: