ფესტივალი ოქროს საწმისი
ფესტივალი, რომელიც გაიმართა 2023წ. მარტი-მაისის თვეებში თსუ ნეოგრეცისტიკის და ბიზანტინისტიკის ინსტიტუტის მიერ საბერძნეთის საელჩოს ხელშეწყობით. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სხვადასვხა აქტივობები, მათ შორის მოსწავლეთა კონფერენცია. მასში მონაწილეობდა 10/11 კლასების ჩემი სამი მოსწავლე - ანი ხუციშვილი, ლამან ისმაილოვა და ანა იასეშვილი. მათ დაწერეს საინტერესო მოხსენებები თემაზე:
1. ბერძნები საქართველოში ავტ. ანი ხუციშვილი
2. თავისუფლებისათვის მებრძოლი ბერძენი ქალები - მანტო მავროგენუსი და ლასკარინა ბუბულინა. ავტ: ანა იასეშვილი
3.თავისუფლებისათვის მებრძოლი ბერძენი გმირი ალექსანდრე იფსილანტისი. ავტ: ლამან ისმაილოვა.
მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი სიმბოლური საჩუქრებით.
კონფერენციის საუკეთესო თემები შევიდა სპეციალურად ამ აქტივობისათვის გამოცემულ პატარა წიგნში. ნაკრებში მოხვდა ჩემი ორი მოსწავლის ანა იასეშვილის და ლამან ისმაილოვის თემები.

ანა ხუციშვილი და ლამან ისმაილოვა საბერძნეთის ელჩის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორის ლევან გიგინეიშვილის გარემოცვაში.
წყარო: https://app.bookcreator.com/books/ISJKMnkvRTeod2V83geh2Q/gfG_2cirRM6097Cw8paU6A


Комментариев нет:
Отправить комментарий