среда, 25 июля 2018 г.

თვალსაჩინოებების გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე.


თვალსაჩინოების შერჩევისას მასწავლებელმა უნდა მიმართოს, პირველ რიგში, ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს, სადაც უხვადაა მოცემული სხვადასხვა სახის გამოსახულებები, ფოტოსურათები და ა.შ.

თვალსაჩინო მასალების გაკვეთილზე გამოსაყენებლად მასწავლებელი წინასწარ უნდა მოემზადოს. მან უნდა დაამუშაოს შესასწავლი თვალსაჩინო მასალა რამდენიმე ეტაპის მიხედვით. კერძოდ,
1. მომზადება აღქმისათვის
2. დემონსტრირება-შერჩევა
3. აღწერა და გარჩევა
4. საერთო დახასიათება.

1. მომზადება აღქმისათვის - ამ მომენტში არ უნდა შემოვიფარგლოთ თვალსაჩინოების უბრალოდ ჩვენებით. მაგ: მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეებს მოკლე ახსნა-განმარტება. უნდა გააცნოს მისი შექმნის ისტორია, დაახასიათოს იმ ეპოქის საზოგადოებრივ-ისტორიული პირობები და ა.შ.
2. დემონსტრირება-შერჩევა -  საჩვენებელი მასალა მოსწავლეთათვის მოსახერხებელ ადგილას უნდა იყოს გამოფენილი. ბავშვებს უნდა მიეცეთ მცირე დრო უხმოდ დაათვალიერონ თვალსაჩინოება. მას ყველა ადვილად უნდა ხედავდეს. ჩვენება უნდა იყოს მოკლე, გარკვეული და ნათელი.  საუბარი არ უნდა გადაიტვირთოს გადახვევებით, დამატებით დეტალებზე საუბრით და ა.შ.
3. ახსნა და გარჩევა - ეს მომენტი უნდა იყოს ნათელი და ლაკონური, მიზანმიმართული რაიმე კონკრეტულისაკენ. ჩვენება უნდა იყოს ზუსტი და თანმიმდევრობითი, ახსნილი პედაგოგის მიერ სიტყვიერად. აქცენტი უნდა გაკეთდეს მთავარსა და მნიშვნელოვანზე.
4. საერთო დახასიათება - დეტალურ დახასიათების შემდეგ აუცილებელია გაკეთდეს დასკვნითი საერთო დახასიათება, სადაც ხაზი გაესმება თვალსაჩინოების მთავარ აზრს და მნიშვნელობას მოცემულ თემაში.


ისტორიის შესასწავლად სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება გამოიყენება. ისინი შეიძლება დავყოთ 3 ჯგუფად. :

1. საგნობრივი
2. გამომსახველობითი
3 პირობით-გრაფიკული

საგნობრივ თვალსაჩინოებას მიეკუთვნება
1.მატერიალური კულტურის ძეგლები (ციხესიმაგრეები, სასახლეები, ეკლესიები და სხვ.)
2.ისტორიული მოვლენების დაუვიწყარი ადგილები (ბრძოლის ადგილები, ხელშეკრულებათა დადების ადგილები, ზეიმების და სხვ,)
3. ხელოვნების ნაწარმოებები
4. სამუზეუმო ექსპონატები:  (საყოფაცხოვრებო საგნები წარსულიდან და სხვადასხვა სიძველეები, ტანსაცმელი, სამკაულები  და სხვ.)

გამომსახველობით თვალსაჩინოებას  მიეკუთვნება
1. სურათები
2. ილუსტრაციები
3. რეპროდუქციები
4. ფოტოსურათები
5. პორტრეტები
6. კარიკატურები
7. კინოფილმები
8. დიაპოზიტივები
9. მაკეტები
10. მოდელები და სხვ.

პირობით-გრაფიკულ თვალსაჩინოებას მიეკუთვნება
1. გეგმები
2. რუკები
3. გრაფიკები
4. აქემები
5. დიაგრამები
6. გრაფიკები და სხვ.

ამასთან, გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ასაკი. მაგალითად დაბალ კლასებში სასურველი და საჭიროა გამოვიყენოთ საგნობრივი და გამომსახველობითი თვალსაჩინოების ნიმუშები. მაღალ კლასებში მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ სიმბოლური, პირობით-გრაფიკული გამოსახულებანი (რუკები, დიაგრამები, სქემები და ა.შ.)

გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ.
ავტორები:  სერგო  ვარდოსანიძე, ზოია  ჩიმაკაძე, ელგა  ცქიტიშვილი.

Комментариев нет: