среда, 25 июля 2018 г.

დაფა, როგორც თვალსაჩინოება...


Image result for სასკოლო დაფა
საკლასო დაფა შედის ისტორიის გაკვეთილის აღჭურვილობაში (რესურსებში). ის თითქმის შეუცვლელი დამხმარე საშუალებაა ისტორიის მასწავლებლისთვის თითოეულ გაკვეთილზე.
პირველ რიგში, საჭიროა, მასწავლებელმა გაიაზროს:
- როგორ გამოიყენოს საკლასო დაფა, რაც შეიძლება რაციონალურად?
- როგორ გადაანაწილოს მასზე დასამახსოვრებლად აუცილებელი მასალა, რაც შეიძლება უკეთესად და კომპოზიციურად?
გაკვეთილის მსვლელობის დროს, დაფაზე შეიძლება ჩაიწეროს თარიღები, სახელები, დასახელებები, გეოგრაფიული პუნქტები და ა.შ. ასევე, საშინაო დავალება გაკვეთილის ბოლო მომენტში.
ზოგჯერ დაფა დაკავებულია რეპროდუქციით, ცხრილებით, სქემებით. ასეთ დროს მასწავლებელმა წინასწარ უნდა გაითვალისწინოს სუფთა მინდორის ისეთი განაწილება, რომ ჩანაწერები და საილუსტრაციო მასალა ხელს კი არ უშლიდეს ერთმანეთს, არამედ ავსებდეს ერთი მეორეს. 
საერთოდ, დაფაზე ჩანაწერები  გამოიყენება მეტი თვალსაჩინოების,  სიცხადის, ცოდნის უკეთესი განმტკიცებისათვის.
როგორც წესი, მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს ჩანაწერების განლაგება, რათა არ მოხდეს დაფის ზედმეტი მასალით გადატვირთვა.

უმცროს კლასებში დაფაზე იწერება
1. გაკვეთილის თემა
2. ზოგჯერ შესასწავლი მასალის გეგმა

გაკვეთილის მსვლელობაში კი იწერება:

1. ახალი ტერმინები
2. ისტორიული მოღვაწეების სახელები
3. ქრონოლოგიური თარიღები.

ამასთან, თარიღები იწერება აუცილებლად დროის თანმიმდევრობის დაცვით.  ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თარიღები დაიწეროს შესაბამისი მოვლენებისა და ამბების დასახელებასთან ერთად.

უფროს კლასებში პრაქტიკაშია მხოლოდ თარიღების, ტერმინებისა და სახელების ჩაწერა.

დაფაზე ჩანაწერები კეთდება გარკვეული სისტემით. 
მარცხნიდან მარჯვნივ
ან სვეტებად ზემოდან ქვემოთ

 ჩანაწერები ისე უნდა გაკეთდეს, რომ ხელი არ შეუშალონ ნახატებს, ნახაზებს, სქემებს...

სასურველია, მასწავლებელმა წინასწარ თავის კონსპექტში დაგეგმოს (ჩაინიშნოს)  დაფაზე დასაწერად გამზადებული ტერმინები, თარიღები და ა.შ.
თუ მასწავლებელს გააჩნია ხატვის უნარი, მას შეუძლია თხრობის შესაბამისად ნახატიც გამოსახოს ცარცით დაფაზე.


გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ.
ავტორები:  სერგო  ვარდოსანიძე, ზოია  ჩიმაკაძე, ელგა  ცქიტიშვილი.

Комментариев нет: