воскресенье, 10 мая 2020 г.

"ჯარისკაცის მამა" . 1964.



ამ დიდებული ფილმის სცენარის ავტორია სულიკო ჟღენტი, რომელიც გერმანია-სსრკ-ს ომის დაწყებისთანავე 16 წლის  ახალგაზრდა ნებაყოფლობით წასულა ფრონტზე საბრძოლველად. ფილმ ჯარისკაცის მამის მთავარი გმირის პროტოტიპი მასთან ერთად მსახურობდა. მას გიორგი მახარაშვილი ერქვა და ამ სახელით დარჩა ის ფილმშიც. 
«ღამის მსვლელობა, ტყვიამფრქვევის ზუზუნი, ის კი ეხმარება" - იხსენებს სცენარისტი. ასეთი ეპიზოდიც კი ყოფილა ომში, როცა მახარაშვილი იღებს მიწას და ამბობს, რომ ხვნისა და თესვის დროა. " გაზაფხულდა, გამეღვიძა. ვხედავ - იღებს ჩვენი მოხუცი ხიშტს, თხრის მიწას მისი დახმარებით და შემდეგ მარცვალს აგდებს - გვიამბობდა სულიკო ჟღენტი. 
მახარაშვილს - ჯარისკაცის მამას თავის მშობლიურ კახეთში ძეგლი დაუდგეს, ოღონდ, მისი სახე სერგო ზაქარიაძის სახით გამოსახეს. 
უბრალო მევენახე გლეხი, ბრძენი მოხუცი სამუდამოდ დაბრუნდა თავის მშობლიურ მხარეში, კახეთში. თავისი დაღუპული შვილის მოსასხამი და ქუდი უჭირავს მას ხელში. 15-მეტრიანი გოლიათის ფეხებთან დგას  4 სვეტი ომის წლების რაოდენობის მიხედვით და ორივე მხარეს - ხსოვნისა და მარადიულობის კედელზე  1941-1945 წწ. ომში დაღუპული ყველა კახელის სახელია ამოტვიფრული, ხოლო ცენტრში - მარადიული ცეცხლი.    
ქვემოთ ბარელიეფზე ამოტვიფრულია რაიონის ყველა სოფლის მცხოვრებთა სახელები, ვინც ვერ დაბრუნდა უკან. სიაში თითქმის ნახევარი მათგანი გვარად მახარაშვილია.  
ძირითადა სცენარი რეალურ ამბავზეა აგებული. სერგო ზაქარიაძე იყო ამ როლზე ერთადერთი პრეტენდენტი. ის ისეთი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ფილმზე მუშაობას - სასცენო კოსტუმით ეძინა, რომ დილით ყველაზე ადრე მისულიყო გადაღებებზე. 
რეზო ჩხეიძის აღიარებით, "ჯარისკაცის მამის" საუკეტესო რეცენზია გახდა წერილი, რომელიც რეჟისორმა სევასტოპოლიდან მიიღო. მასში აღწერილი იყო კონკრეტული შემთხვევა, როცა ახალგაზრდა ადამიანი მივიდა მილიციაში დანასაულის აღიარებისათვის. როცა მას ჰკიტხეს მიზეზი - რატომ მოიქცა ასე, უპასუხა, "ეს-ეს არის ნახა ფილმი "ჯარისკაცის მამა" და გადაწყვიტა, პატიოსნად ეცხოვრა  სამყაროში" 

წყარო: http://www.tele.ru
წყარო: http://www.molodguard.ru

понедельник, 4 мая 2020 г.

დათოს ბლოგი: საუბრები თიმსზე


დათოს ბლოგი: საუბრები თიმსზე: პირველი ვიდეო თიმსში შემოსასვლელად ამ პოსტში თავს მოვუყრი ვიდეოკაკვეთილებს თიმსის შესახებ თიმსის გამოყენების დაწყება პროფე...

воскресенье, 3 мая 2020 г.

პირველი მსოფლიო ომი - ზემარტივი ახსნა

საინტერესო და სახალისო სასწავლო რესურსი. ნაწილი I

ნაწილი II

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოცხალი ჩრდილების სამყაროში.



ცოცხალი ჩრდილების თამაშების მოსაწყობად, საჭიროა მხოლოდ კედელი და მაგიდის ნათურა. თუ კედელი მუქი ერისაა, შეგიძლიათ მიამაგროთ მასზე თეთრი ქაღალდი ან ზეწარი.
დაჯექით ნათურსა და კედელს შორის და აჩვენეთ ჩრდილები. ნათურა უნდა იყოს ხელის სიმაღლეზე.
დაალაგეთ ხელები, როგორც ეს მოცემულია სურათზე. თუ თითებს აამოძრავებთ, ჩრდილები გაცოცხლდება. წარმატებებს გისურვებთ!





წყარო: https://www.zanimatika.ru





როგორ შევქმნათ ცხოველის ჩრდილები ხელების დახმარებით?