среда, 29 апреля 2020 г.

რჩევები ონლაინ-გაკვეთილების მართვისათვის


  1. ეცადეთ გამოყენებული პლატფორმებისა და სერვისების მინიმალიზაციას. უპირატესობა მიანიჭეთ იმას, რომელიც უკვე გასაგებია მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის.  ასეთ შემთხვევაში, თქვენ არ მოგიწევთ მათ დარწმუნებაში  დროის ფუჭად ხარჯვა და  უსიამოვნებებთან შეჯახება.
  2. ეცადეთ, არ გამოიყენოთ სხვადასხვა სისტემა მსგავსი ქმედებებისათვის. მაგ:  კლასიკური -  ელექტრონული  დავალებების გაგზავნა მოახდინეთ მხოლოდ ერთი პლატფორმით  (მაგ: მხოლოდ თიმსით ან მხოლოდ მესენჯერით და ა.შ.) .  სხვა შემთხვევაში  მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა იწვევს  შეკითხვების უსასრულო  ნაკადს.  იკლებს ადამიანთა ნდობა ყველა სისტემის მიმართ, ხოლო ადამიანები  არ იყენებენ სისტემებს, რომლებსაც არ ენდობიან და ასეთ  შემთხვევაში, ერთადერთი სანდო წყარო ხდებით თქვენ.  თქვენ კი ამით საკუთარ თავს ურთულებთ მუშაობას. 
  3. თუ თქვენ იყენებთ  WhatsApp -ს, ან სხვა რომელიმე მესენჯერს,  რეგულარული შეკითხვებისათვის  შექმენით  ცალკე ჩატი.  ზოგიერთი მესენჯერი იძლევა შეტყობინებების ჰეშთეგებით კლასიფიკაციის საშუალებას. მაგ:  საშინაო დავალებისათვის შეიძლება შექმნათ ცალკე ჩატი, სადაც მხოლოდ დავალებებს გაუზიარებთ. აუკრძალეთ ყველას, ამ ჩატში ნებისმიერ სხვა თემაზე რამის დაწერა. 
  4. შეეცადეთ ერთი დეტალური გზავნილით უპასუხოთ კითხვებს ჩატში.  ეს  გამორიცხავს სხვადასხვა ინტერპრეტაციებს და დამატებით შეკითხვებს. სანამ პასუხს გაგზავნით, დარწმუნდით, რომ უპასუხეთ კითხვას და არ გამოთქვით თქვენი მოსაზრება. თუ რომელიმე მშობელი განსაკუთრებით შეშფოთებლი  გზავნის მეხუთე გზავნილს ერთ თემაზე, დაიმახსოვრეთ,  რომ ეს სიგნალია - მას პირადად დაურეკოთ.
  5. ესწრაფეთ შექმნათ მეცადინეობებისა და დავალებების გრაფიკი  წინასწარ, თუნდაც ერთი კვირით ადრე. არ დაწეროთ გეგმა ჩატში, რადგან  ის დაიკარგება მხედველობის არიდან, ასევე, არ ჩააგდოთ  ფაილი - ადამიანები დაიღლებიან მისი ძებნით და შეგაწუხებენ შეკითხვებით. შექმენით დოკუმენტი რომელიმე ელ/სისტემაში. მაგ: გუგლის დოკუმენტებში, მიეცით  მას ბმულზე წვდომის საშუალება. ბმული შეიძლება დაამაგროთ  ჩატში. არ ჩაწეროთ ამ დოკუმენტში რაიმე კონფიდენციალური ინფორმაცია.   
  6. ექსტრემალური მოვლენები მოითხოვს ექსტრემალურ მუშაობას, მაგრამ შეეცადეთ, სამუშაოს ორგანიზებას ისე, რომ 18/19 სთ-ის შემდეგ  არ გქონდეთ ჩატზე რეაგირება.  საინფორმაციო ნაკადების ძირითადი თვისებაა - რაც უფრო მეტია რეაგირება მათზე, მით უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვენ  თქვენგან.  თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ციფრული ინტოქსიკაცია  გამოიწვევს თქვენს პროფესიულ დამწვრობას.  
  7. თუ საჭიროა ჩატში არაპოპულარული გადაწყვეტის გამოცხადება, პირველ რიგში, დარეკეთ რამდენიმე ავტორიტეტულ, მაღალი რეპუტაციის მქონე მშობელს და სთხოვეთ მხარდაჭერა. ისინი  სიამოვნებით დაგეხმარებიან, და ეს გადაგარჩენთ თქვენ ჩატის აფეთქებისაგან.  შეეცადეთ,      დახმარება მიიღოთ მშობელთა კომიტეტისგან.
  8. გაამარტივეთ, თუ ეს შესაძლებელია. არ სთხოვოთ ბავშვებს ტესტის დაბეჭდვა, უმჯობესია ხელით შეავსო იგი და გამოგიგზავნო ფოტო. ნება მიეცით შეავსო და ელექტრონული დოკუმენტი გამოგიგზავნო. არ გაგზავნოთ ვიდეო ელექტრონული ფოსტით, ყოველთვის შეგიძლიათ ვიდეო პაროლით გააზიაროთ. დაფიქრდი იმაზე, კიდევ  რა ნაბიჯების გამარტივება შეგიძლიათ.
  9. წაახალისეთ ბავშვებთან ცოცხალი ურთიერთობა. გაეხუმრეთ, შეაქეთ გაკვეთილის განმავლობაში.  ეს დამატებს თქვენს  ონლაინ გაკვეთილებს სითბო და სიცოცხლისუნარიანობა. სცადეთ ინტერაქტიული ელემენტების გამოყენება,  მაგ: სახატავი დაფები  ან  გამოკითხვები და ა.შ.