четверг, 18 июля 2019 г.

პირველ სასწავლო დღესთან დაკავშირებული იდეები...

Image result for ზარი   სწავლის დაწყების პირველ დღეს,  პირველ გაკვეთილზე  კლასში ყოველთვის შედის  დამრიგებელი. მნიშვნელოვანია, როგორ  ჩაივლის  პირველი გაკვეთილი.  
რა ქნას ასეთ დროს კლასის დამრიგებელმა? - მშრალად და მარტივად მოიკითხოს მოსწავლეები, მიულოცოს სასწავლო წლის დაწყება და უსურვოს წარმატებები,  პირველ  გაკვეთილზევე  გააცნოს მხოლოდ სასკოლო-საორგანიზაციო საკითხები,  თუ  პირველივე შეხვედრაზე მისცეს მათ რაიმე საინტერესო და შემეცნებითი მასალა?  
ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი მასალა მოვიძიე ინტერნეტში.  გავეცანი სასწავლო წლის დაწყების პროცედურებს  სხვადასხვა ქვეყნებში.  ყველა ქვეყანას  აქვს თავისებური, განსაკუთრებული და განუმეორებელი ტრადიცია და წესები....   

რა ფორმით  ჩავატაროთ პირველი გაკვეთილი?  
ის  შესაძლოა,  ჩავატაროთ, 
როგორც კლასის საათი, 
როგორც დისკუსია გარკვეულ თემაზე.  
თუმცა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ან მოიფიქროთ მეცადინეობის ჩატარების ნებისმიერი საკუთარი ვერსია.  
მაგ: დირექციასთან შეთანხმებით, წლის პირველ გაკვეთილზე შესაძლებელია მოვიწვიოთ  სხავადსხვა პროფესიების წარმომადგენლები, რომლებიც თანახმა არიან  თემატური მეცადინეობის  ჩატარებაში დახმარებისათვის.  ესენი, შესაძლოა, იყვნენ მოსწავლეთა მშობლებიც და სხვებიც.  
იმდენად, რამდენადაც  პირველი სასწავლო დღის პირველი  გაკვეთილი  შეიძლება მიეძღვნას ნებისმიერ  თემას,  მისი მომზადება უფროს კლასებში,  შესაძლებელია, მივანდოთ თავად მოსწავლეებს. ვთხოვოთ მათ წინასწარ - პირველი გაკვეთილის მოსამზადებლად აირჩიონ  თემა,   გააფორმონ  ყველა გამოსვლა საპრეზენტაციო სლაიდებით და ა.შ.

რა თემაზე შეიძლება ვესაუბროთ მოსწავლეებს?  თუ არ არსებობს კონკრეტული მითითება ზემოდან, ამ შემთხვევაში თემის არჩევანი თავისუფალია, მისი  შეზღუდვა შეიძლება  მხოლოდ მოსწავლეთა ასაკის, ინტერესების და გაკვეთილისათვის მოსამზადებელი დროის მიხედვით. რასაკვირველია, 
1-კლასელებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია სკოლის გაცნობის  მინი-გაკვეთილის ჩატარება.

მე-5 კლასელთათვის, სადაც პირველად უნდა შევიდეს კლასის დამრიგებელი ცუდი არ იქნება, თუ ურთიერთგაცნობის გაკვეთილი ჩატარდება.

უფროსი ასაკის მოსწავლეებისთვის, მაგ: საბაზო საფეხურის დამამთავრებელ (მე-9) კლასში -   პროფესიული  ორიენტაციის  გაკვეთილი.

დამამთავრებელი (მე-12)  კლასის მოსწავლეებისათვის კი საინტერესო იქნება ქალაქის ან ახლომდებარე რეგიონის უმაღლეს სასწავლებელთა და კოლეჯთა შესახებ ინფორმაცია, სასწავლებელში მიღების წესები, სწავლების პირობები, ბიუჯეტის ბალანსზე სწავლების შესაძლებლობანი.  
სხვადასხვა საგნების გაღრმავებული შესწავლის სკოლებს პირდაპირ შეუძლიათ მოაწყონ პროფესიული გაკვეთილი, სადაც საჭიროა მოცემული შესასწავლი საგნების ღრმა ცოდნა.

თუ პირველი სასწავლო დღის თემა ნებისმიერ კლასში შეიძლება იყოს რაიმე  მაღალღირებულებაზე აგებული თემა.  მაგ:   მშვიდობის გაკვეთილი,  გმირობის გაკვეთილი, გაკვეთილი სამშობლოს თემაზე და ა.შ. 
   
მე-9 და მე-12 კლასებისთვის გაკვეთილი უნდა იყოს  პროფესიების ცოდნასა და  ორიენტაციაზე აგებული.  მაგ:  «მე ვიცი, რა უნდა გამოვიდე

აღნიშნულ კლასებს ვინაიდან  გამოსაშვები კლასებია,  შესაძლოა,  ვესაუბროთ პროფესიების უპირატესობაზე (ხელფასზეც კი), შესაბამის სასწავლებელში მოხვედრის გზებზე, საზღვარგარეთ სწავლებასა და  გაცვლით პროგრამებზე.  მე-9/მე-12 კლასელებისათვის შესაძლოა, ქალაქის სასწავლო დაწესებულებების და პროფესიების წინასწარი დათვალიერებაც კი მოეწყოს.