ერთი წელი (2014/2015) მე-12 საჯარო სკოლაში

1.  პროექტი: ”წიგნი სიყვარულია”  ეს პროექტი ძალიან მომწონს,  მით უმეტეს, რომ მის ავტორს,  ქუთაისის მე-15 სკოლის პედაგოგ ნათია კალანდაძეს პირადად ვიცნობ და ვგულშემატკივრობ.  პროექტში უშუალო მონაწილეობა მე არ მიმიღია, თუმცა დიდი ინტერესით დავესწარი მის პრეზენტაციას და ორიოდე იდეაც მივაწოდე ჩემის მხრით პროექტის ავტორს....




2.  იმიტირებული სასამართლო პროცესი ”ბავშვთა უფლებებზე”
ტელესიუჟეტი
ამ კლუბს დიდი და წარმატებული ისტორია აქვს უკვე. მისი ავტორი და შემოქმედია არაჩვეულებრივი ირინა მელქაძე-გელაშვილი.  მიხარია, რომ წელს მეც მომეცა კლუბთან მუშაობის საშუალება. მისი წევრები არაჩვეულებრივი მოაზროვნე და დამოუკიდებელი ბავშვები არიან. წარმატებებს ვუსურვებ სწავლასა და შრომაში

კლუბი ”ბრიჯი”


3. ეს გახლავთ რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ძალიან ახალისებს ბავშვებს,  როცა მასში ერთვებიან როგორც ”არქეოლოგები”. მათი გაბრწყინებული სახეების ყურებას ასეთ დროს არაფერი სჯობს.
 ”არქეოლოგიურ გათხრებზე”
”სახალისო არქეოლოგია”


4.  მასწავლებელთა მე-3 საუნივერსიტეტო კონფერენცია - ”უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს”
ეს კონფერენცია ჩატარდა პირადად ჩემი უშუალო ინიციატივით. მე გახლავართ ამ კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორი.
როგორც მონაწილეებმა,  კონფერენციაზე ერთობლივი თემა წარვადგინეთ მე და სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა ჯაბა ლაბაძემ. ჩვენ დიდხანს ვთანამშრომლობდით სოციალურ ქსელში ისე, რომ არ გვენახა ერთმანეთი.  დღემდე  ხშირად ერთობლივი ძალებით ვქმნით და ვარედაქტირებთ სტატიებს ვიკიპედიაში.  ერთმანეთს პირველად შევხვდით კონფერენციაზე, მანამდე მხოლოდ ვირტუალური ნაცნობობა გვაკავშირებდა.  ჩვენი ერთობლივი საკონფერენციო თემაც ვირტუალურად გავაკეთეთ.  ამით დავამტკიცეთ, თუ როგორ შეიძლება კოლეგებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ ისე, რომ არც კი იცნობდნენ ერთმანეთს.  ჩვენი თემა იყო -  ”ვიკიპედია სასწავლო პროცესში”, რომელშიც განვიხილავდით, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მოსწავლეების ჩართვას  ამ პროგრამაში.
ჩვენი საკონფერენციო თემა თსუ ელექტრონულ ჟურნალში
ჩვენი საკონფერენციო თემა

ჩვენი თანამშრომლობა ამის შემდეგ უფრო გაღმავდა. ერთობლივად ჩავატარეთ კიდევ ერთი სასწავლო ღონისძიება სკოლაში სახელწოდებით ”ერთი ქვეყნის კვირეული” და ეს კვირეული ამჯერად მივუძღვენით ჩვენს მეზობელ უკრაინას. ამით ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ ამ ქვეყნის  პრობლემებისადმი სოლიდარობაში.
ფოტომასალა იხილეთ აქ:
რუსთავის მე-12 სკოლა
სურამის მე-2 სკოლა

5. შემოდგომაზე  მე-8/მე-9 კლსები ერთობლივად იყვნენ თბილისში სამების საკათედრო ტაძარში ექსკურსიაზე. ბავშვებმა დაათვალიერეს და მოილოცეს ტაძარი. ასევე, მოისმინეც მოძღვრის ლექცია თემაზე - ”ლოცვა”.
ექსკურსიის ამსახველი მასალები იხილეთ აქ. 

6.  კათედრაზე თანამშრომლობა

7.  მე და iearn-ის ტრენინგები. (საერთაშორისო ონლაინ-ტრენინგი მედიაგანათლება)


8. მეც სიამოვნებით ვიმოგზაურე მე-9 კლასთან ერთად თბილისში, ეკოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მოვისმინე, საინტერესო ლექცია, საქართველოს ბუნებასა და მასში დაცულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობებზე, არსებულ პრობლემებზე, გენეტიკაზე და სხვ.   გადავიღე არაჩვეულებრივი ფოტომასალა.


9. მონაწილეობა მივიღეთ პროგრამა E-twinning-ის იუბილეში. მასალები იხილეთ აქ

10.  ეს ვიდეო-სუჟეტი ასახავს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სტუმრობას ჩვენს სკოლაში, რომელიც შედგა ჩემი და გიორგი კილაძის  (ბიბლიოთეკის ლიტერატურის, კულტურისა და სამოქალაქო განათლების განყოფილების ხელმძღვანელის)  სოციალურ ქსელში ვირტუალური თანამშრომლობის შედეგად.


  

11. დუბლიორის დღე  მე ორი დუბლიორი მყავდა, თეკლა და ვაჟა მასწავლებლები.

Комментариев нет: