суббота, 17 ноября 2018 г.

ვებ-გვერდი ისტორიის მასწავლებლებისთვის


Image result for Teachinghistory 


წარმოადგენს ამერიკის ერთ-ერთი სასწავლებლის ოფიციალურ გვერდს.  საგნობრივად ეხება მხოლოდ ისტორიას.  შეგიძლიათ ისარგებლოთ.  გამოყენების შემთხვევაში სავალდებულოა  აცნობოთ ოფიციალურად საიტის ადმინისტრაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაგეკისროთ რაიმე პასუხისმგებლობა  საავტორო უფლებების დარღვევისათვის. 

რუკები ისტორიის სწავლებაში


დოკუმენტების გამოყენება ისტორიის სწავლებისას.

ისტორიული დოკუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში

   
ისტორიული დოკუმენტების სხვადასხვა ჯგუფი არსებობს.  მაგ:
1. ხელნაწერი
2. ნივთიერი
3. ეთნოგრაფიული
4. ზეპირსიტყვიერი
5. ლინგვისტური
6. ფოტო-კინოდოლუმენტები
7. ფონო-დოკუმენტები და სხვა.

 გაკვეთილზე დოკუმენტის გამოყენებაზე უარის თქმა მეთოდური შეცდომაადოკუმენტი წარმოადგენს მონათხრობსა და სახელმძღვანელოსთან ერთად დამხმარე საშუალებას
დოკუმენტზე მუშაობის მრავალი ხერხი არსებობს. მათი არჩევანი დამოკიდებულია პედაგოგის კვალიფიკაციაზე და მოსწავლეთა მომზადების დონეზე

დოკუმენტები, რომლითაც ხელმძღვანელობენ ედაგოგები, ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა
1. სააქტო დოკუმენტები: იურიდიული, საოჯახო, პოლიტიკური, სტატისტიკურიპროგრამული (სიგელები, სახელმწიფო აქტები, კანონის ტექსტები და სხვა)
2. თხრობითი და აღწერილობითი ხასიათის ლიტერატურული დოკუმენტებიმემუარები, მატიანეები, ქრონიკები, ცხოვრების აღწერა, მიმოწერა და სხვა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე, მხატვრული ლიტერატურის დოკუმენტები: პროზა, პოეზია, მითები, ზღაპრების და სხვა

სირთულეები დოკუმენტების გამოყენებისას
1. მოცულობით დიდია, დაწერილია რთული ენით, საჭიროებს ახსნა-განმარტებებს. ამ შემთხვევაში, მასწავლებლის მთავარი  პრინციპი უნდა იყოს მოკლე, ხელმისაწვდომი შინაარსით და გასაგები ენით მისი გადმოცემა.
2. ყველა დოკუმენტი არ შეესაბამება პროგრამას და სასწავლო სამუშაოს ამოცანებს. ამ შემთხვევაში, პედაგოგმა უნდა გამოიყენოს მხოლოდ ტექსტის ყველაზე აუცილებელი ადგილები

ისტორიული დოკუმენტის ტექსტზე მუშაობა შეიძლება იყოს სხვადასხვანაირად ორგანიზებული. მაგ:

1. დოკუმენტის განხილვა თვით პედაგოგის მიერ.
2.დოკუმენტის განხილვა მოსწავლეების მიერ  პედაგოგის უშუალო ხელმძღვანელობით.
3. მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობა დოკუმენტზე კლასში პედაგოგის მითითებით.
4. მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობა დოკუმენტზე სახლში პედაგოგის მითითებით
გაკვეთილზე ისტორიულ დოკუმენტზე მუშაობის ორი ხერხი არსებობს;
1. დოკუმენტის ჩართვა პედაგოგის მონათხრობში;
2. მოსწავლეთა ორგანიზება დოკუმენტის ტექსტზე მუშაობისას, მისი ანალიზი.

ეს ორი ხერხი კიდევ იყოფა ქვე-ნაწილებად. მაგ

დოკუმენტის ჩართვა მასწავლებლის მონათხრობში  ხდება შემდეგი მიზნებით;
1. დოკუმენტის გამოყენება მონათხრობის გასამდიდრებლად და გასახატოვნებლად დამოწმების გარეშე.
2. დოკუმენტის გამოყენება, მისი მოკლე დახასიატებით და ცალკეული ნაწილების ჩართვით მონათხრობში.
3. ციტატების განხილვა დოკუმენტიდან ცალკეული მდგომარეობის დასამტკიცებლად პედაგოგის მონათხრობში
დოკუმენტის შეხამება სახელმძღვანელოს ილუსტრაციებთან

დოკუმენტის ანალიზი ხდება შემდეგი მიზნებით:
1. კომენტირებული კითხვა დოკუმენტიდან საბოლოო დასკვნის გამოტანით.
2. საუბარი პედაგოგის მიერ წაკითხულ დოკუმენტზე.
3. მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობა დოკუმენტის ტექსტზე. (ამ შემთხვევაში, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, თუ რას წარმოადგენს მოცემული ისტორიული დოკუმენტიროდის და ვის მიერ არის ის შედგენილი, რის შესახებ აწვდის მკითხველს ცნობას და .. ამ ინფორმაციას მოსწავლე ზოგჯერ თავად პოულობს სახელმძღვანელოში, უფრო ხშირად კი მასწავლებელი აწვდის ცნობებს

გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ.
ავტორები:  სერგო  ვარდოსანიძე, ზოია  ჩიმაკაძე, ელგა  ცქიტიშვილი.