” ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაკობდეს!” (ილია)

четверг, 27 апреля 2017 г.

ქრონოლოგიის შესწავლა ისტორიის გაკვეთილზე. (II ნაწილი)

ისტორიის გაკვეთილზე ქრონოლოგიის სწავლებისას მასწავლებელმა უნდა გააცნოს მოსწავლეებს, რომ ევროპელი ხალხები დროის ათვლას იწყებდნენ ქრისტეს შობიდან, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ქრისტიანული ერის დასაწყისი. მან უნდა გაააზრებინოს, რომ მსოფლიო ცივილიზაცია ქრისტეს შობამდეც არსებობდა და რომ ეს იყო დროის უდიდესი მონაკვეთი, რომელიც მდიდარია უძველესი ხალხების საინტერესო ისტორიებით. მოსწავლე უნდა მიხვდეს, რომ დროის ამ უდიდეს პერიოდს ეწოდა ქრისტეს შობამდე პერიოდი ანუ ჩვენს ერამდე წელთაღრიცხვა.  ქრისტეს შობიდან შემდეგს კი ჩვენი ერა ანუ ჩვენი წელთაღრიცხვა.
ქრონოლოგიის შესწავლისას მოწავლეებისათვის დროის ხაზის ახსნა ითვლება  ყველაზე გამართლებულად.  მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ დროის ხაზი იყოფა ასწლეულებსა და ათასწლეულებზე.  მოსწავლეებს უნდა აუხსნას, რომ ასი წელი შეადგენს  ”ერთ საუკუნეს”,   ხოლო ათასი წელი  ”ათ საუკუნეს”.  რომ არსებობს ორი წელთაღრიცხვა - ”ძველი” და ”ახალი”.  აუხსნას - რა განსხვავებაა მათ შორის,  რა ქრონოლოგიურ ჩარჩოებს მოიცავს ისინი. როგორ ჩაიწერება თარიღები  ამა თუ იმ წელთაღრიცხვაში.
ბავშვებმა უნდა შენიშნონ, რომ ჩვენს ერამდე წელთააღრიცხვა დროის სიღრმეში ”იკარგება”. ასევე, უნდა იგრძნონ, რომ ჩვენს ერამდე თარიღები დიდი ნიშნულიდან მცირესკენ მოიწევენ, ჩვენი ერისა კი პირიქით, პატარადან დიდისკენ მიემართებიან.

არ არის რეკომენდირებული, რომ მასწავლებელმა ერთ გაკვეთილზე ბევრი დრო მოანდომოს დროის ხაზის ახსნას.  მან დრო უნდა მისცეს მოსწავლეებს რომ გაიაზრონ და დაიმახსოვრონ დროის უკუთვლის პროცესები.

სასარგებლოა,
1. მოსწავლეებს შევთავაზოთ, რვეულებში დახაზონ დროის ხაზი
2. ან გავაკეთოთ კედლის სქემა.



გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ. 
ავტორები:  სერგო  ვარდოსანიძე, ზოია  ჩიმაკაძე, ელგა  ცქიტიშვილი.