пятница, 3 марта 2017 г.

ტექსტზე მუშაობის ხერხები ისტორიის გაკვეთილზე

ტექსტზე (წიგნზე) მუშაობის ხერხები მრავალგვარია. მისი გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ ისტორიის გაკვეთილზე. მაგ:
1. გეგმის შედგენა (მარტივი გეგმა, გაშლილი გეგმა)
2. თეზისების შედგენა (უფროს კლასებში)
3. დაკონსპექტება (უფროს კლასებში)
4. ტექსტის წაკითხვა, კითხვებზე პასუხი.
5. ტექსტში ფაქტებისა და მოსაზრებების პოვნა
6. ტექსტში დასკვნის პოვნა
7. ტექსტში ცნებებისა და ტერმინების პოვნა
8. სიტყვის მნიშვნელობის ახსნა
9. ქრონოლოგიურო ცხრილის შედგენა
10. ტექსტში სპეციალურად დაშვებული შეცდომის პოვნა
11. ქვეყნის დახასიათება სხვადასხვა ასპექტით (ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური და სხვ.)
12. ფაქტების, მოვლენების, პიროვნებების შედარება
13. ისტორიული პირის დახასიათება
14. ისტორიული პირის ან მოვლენის შეფასება
15. ტესტის შედგენა
16. ვარაუდების გამოთქმა
17. ”შნესკა” (შეწყობილ ნიშანთა სისტემა)
18. კითხვების დასმის პროცედურა (ჯგუფური მუშაობა)
19. ორმხრივ ჩანაწერთა დღიური
20. მკითხველის რეაქცია და სხვ.

ისტორიის სწავლების წესები და მეთოდიკა

ისტორიის სწავლების ძირითადი საფუძველი მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაში მდგომარეობს. მათ უნდა ესმოდეთ ერთმანეთის.  ეს წარმატებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
თავის მხრივ, მასწავლებელმა კარგად უნდა შეისწავლოს სწავლების წესები და მეთოდები, რომ დაეხმაროს მოსწავლეს - გაუადვილოს ისტორიის შესწავლა.
სწავლების მეთოდები უკარნახებს მასწავლებელს, თუ როგორ განახორციელოს ესა თუ ის პროცესი. მეთოდების გამოყენება მთლიანად მასწავლებელზეა  დამოკიდებული.  ასევე, მეთოდების გამოყენება დამოკიდებულია გაკვეთილის თემაზე,  კლასის განსწავლულობის ხარისხზე, ასაკობრივ თავისებურებებზე და სხვა ნიშან-თვისებაზე.
თითოეული მასწავლებელი თანდათანობით აგროვებს გამოცდილებას, გამოიმუშავებს საკუთარი, ინდივიდუალური სწავლების ხერხებს. პრაქტიკული მუშაობის პროცესში ის თავისუფლად იყენებს ამ ხერხებს და მეთოდებს - ზოგჯერ იმეორებს, ზოგჯერ სახეს უცვლის, მაგრამ აუცილებლად ითვალისწინებს კონკრეტულ სიტუაციას.
ისტორიის გაკვეთილზე შესაძლებელია სწავლების ყველა მეთოდების გამოყენება,  რომელსაც ითვალისწინებს თანამედროვე მეცნიერება, თუმცა შეუძლებელია ყველა მეთოდის ერთ გაკვეთილზე გამოყენება.
ისტორიის სწავლების თანამედროვე მეთოდიკაში მიღებულია ხუთი მეთოდი: 
1. ზეპირსიტყვიერი
2. თვალსაჩინოების
3. პრაქტიკული
4. წიგნზე მუშაობის
5. ვიდეომეთოდი.  


თითოეული მეთოდი გამოიხატება სხვადასხვა ხერხითა და საშუალებით. მაგ:

მეთოდები

მეთოდის გამოხატვის ხერხები და საშუალებები
ზეპირსიტყვიერი

თხრობა, ლექცია, საუბარი, დისკუსია, დისპუტი, ახსნა-განმარტება, ინფორმაცია, ინსტრუქცია....

თვალსაჩინოების

ილუსტრაცია, დემონსტრაცია, ჩვენება, გადასინჯვა, მოსწავლეთა დაკვირვება....

პრაქტიკული

ვარჯიში, ცოდნის შემოწმება, კონტროლი მოსწავლეთა გამოსვლებზე, მოხსენების რეფერატების, გამოსვლების დაწერა, შემოქმედებითი თამაშები...

წიგნზე მუშაობის

კითხვა, კონსპექტი, ამონაწერები, შენიშვნების შედგენა, ციტირება, თეზისების დაწერა, გეგმების, სქემების, ქრონოლოგიური ცხრილების შედგენა, ისტორიულ მოღვაწეთა დახასიათება....
ვიდეომეთოდი

მუშაობა ”ელექტრონულ მასწავლებელთან” , კომპიუტერისა და სხვა სასწავლო-ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენება...


აქვე განვმარტოთ, რომ სწავლების ხერხი მეთოდების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ის მეთოდის ელემენტია, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში გამოიყენება. მაგ: ვიდეომეთოდი, ხერხი - კომპიუტერი გამოყენება და ა.შ.
სწავლების არცერთი წესი და მეთოდი არ არის უნივერსალური. მათი მრავალფეროვნების დანიშნულებაა სასაწვლო პროცესის მოსწავლეთა მიერ ცოდნის მაქსიმალური ათვისებისაკენ  წარმართვა. წესებისა და მეთოდების შერჩევა მთლიანად დამოკიდებულია მასწავლებლის კვალიფიკაციაზე,  ოსტატებაზე,  ცოდნასა და პირად  თვისებებზე. აგრეთვე, მოსწავლეთა აქტიურობაზე, მათ ნაკითხობასა და დაინტერესებაზე.


გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ. 
ავტორები:  სერგო  ვარდოსანიძე, ზოია  ჩიმაკაძე, ელგა  ცქიტიშვილი. 




вторник, 23 августа 2016 г.

სამხრეთ კავკასიის ისტორიული ძეგლები

  
სამხრეთ კავკასიის ისტორიული ძეგლები  ეს არის ელექტრონული კატალოგი, რომელსაც კარგად გამოიყენებს სწავლების პროცესში ფილოლოგი ან ისტორიკოსი.  საიტზე მოცემულია ასობით  ძეგლი ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე და კატეგორიზებულია არქიტექტურული სტილის, გეოგრაფიული მდებარეობის, მხარეების, აგების პერიოდების მიხედვით. დალაგებულია ანბანზე,  მოცემულია თითოეული მათგანის გეგმა-ნახაზი, ელექტრონული წიგნი. მოკლედ,  ძალიან კარგი გვერდია. მინდოდა მადლობა მეთქვა ამ გვერდის შემქმნელებისთვის. საშვილიშვილო საქმე გაუკეთებიათ. თუმცა კომენტარისათვის ადგილი ვერსად ვნახე. კარგად გამოიყენებენ ამ გვერდს ასევე,  ხელოვნების მასწ-ები. ასეთი კარგი საქმეები გვაქვს საკეთებელი ათასობით. ჩვენ კი, სამწუხაროდ,...... (აღარ ვიტყვი)

вторник, 18 августа 2015 г.

დროის განაწილება გაკვეთილზე


Image result for გაკვეთილი  დროის განაწილება გაკვეთილზე (ანუ დროის მენეჯმენტი)  მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს გახლავთ კლასის მომზადების დონე,  მოსწავლეთა ასაკი, შესასწავლი მასალა და სხვ.  ამ საკითხში პედაგოგს თავისუფლება აქვს მინიჭებული.  თუმცა,  არსებობს გაკვეთილზე დროის მენეჯმენტის სავარაუდო სქემა, რომელშიც  ძირითადად უნდა ჩაეტიოს პედაგოგი.  მან შეიძლება მოახდინოს მხოლოდ 1-2 წუთის ვარირება პერიოდულად,   საჭიროებისამებრ.


კომბინირებული გაკვეთილის  გეგმის სავარაუდო სქემა ასეთია:

1. ორგანიზაციული ნაწილი --------------------------- 2 წთ
2. საშინაო დავალების შემოწმება --------------------- 13  წთ
          ა)  ინდივიდუალური გამოკითხვა -- 8  წთ
          ბ)  საერთო კითხვები კლასს ---------  5  წთ
3. ახალი მასალის გადაცემა ----------------------------  18  წთ
4. ახალი მასალის განმტკიცება ------------------------   7 წთ
5. მოსწავლეთა შეფასება -------------------------------   3 წთ
6. საშინაო დავალების მიცემა ------------------------ 2 წთ

გაკვეთილის ხანგრძლივობა სულ 45 წთ-ია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს არ გახლავთ სტანდარტული განაწილება. მასწავლებელს შეუძლია ცვლილება მოახდინოს  დროის მენეჯმენტში საჭიროებისამებრ.



გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ. 
ავტორები:  სერგო  ვარდოსანიძე, ზოია  ჩიმაკაძე, ელგა  ცქიტიშვილი. 


ყველაზე მარტივად და გასაგებად, თანამედროვე გაკვეთილი სამ ნაწილად იყოფა (ე.წ. სამფაზიანი მოდელი):

1. პროვოცირების ფაზა
2. სიღრმისეული წვდომის ფაზა
3. რეფლექსია

პირველ ფაზაში (ე.წ. პროვოცირების ფაზა) შედის
1. ორგანიზაციული ნაწილი --------------------------- 2 წთ
2. საშინაო დავალების შემოწმება --------------------- 8  წთ

მეორე ფაზაში (ე.წ.სიღრმისეული წვდომის ფაზა) შედის
3. ახალი მასალის გადაცემა ----------------------------  20-22  წთ
(აქ ცენტრში დგას მოსწავლე, მასწავლებელი მხოლოდ მისი დამხმარე  ფასილიტატორია)

მესამე ფაზაში (ე.წ. რეფლექსია) შედის
4. ახალი მასალის განმტკიცება ------------------------   5 წთ


5. მოსწავლეთა შეფასება -------------------------------   3-5 წთ
6. საშინაო დავალების მიცემა ------------------------ 2 წთ

ისტორიის გაკვეთილის ტიპები და აქტივობები..

ჩვეულებრივ, ისტორიის გაკვეთილის ოთხი ტიპი არსებობს, ისევე, როგორც ყველა სხვა საგნის.  ესენია (დასახელება ძველი ტერმინოლოგიით, თუ ვინმემ იცით რა ჰქვია ახალი ტერმინოლოგიით ამ გაკვეთილებს,  შეგიძლიათ აქვე მიაწეროთ კომენტარებში,  დიდად დამავალებთ და წინასწარ მადლობას გიხდით):


  1. კომბინირებული
  2. ახალი მასალის შესწავლის
  3. განზოგადებისა და სისტემატიზაციის
  4. ცოდნის, ხერხების, ჩვევების კონტროილისა და კორექციის (ანუ მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების)

საინტერესოა, რა აქტივობები სეიძლება გამოვიყენოთ თითოეულ გაკვეთილზე?

კომბინირებულ გაკვეთილზე გამოიყენება გაკვეთილის ყველა ტიპისათვის დამახასიათებელი აქტივობები.  მათ შორის მთავარია
  1. განვლილი მასალის გამოკითხვა
  2. თხრობა ან საუბარი
  3. ახალი მასალის მიწოდება და განმტკიცება
  4. საშინაო დავბალება
ახალი მასალის შესწავლის გაკვეთილზე გამოიყენება შემდეგი აქტივობები
  1. ლექცია
  2. საუბარი
  3. თხრობა
  4. წიგნზე დამოუკიდებელი მუშაობა
  5. დოკუმენტზე მუშაობა
  6. ილუსტრაცია
  7. დემონსტრაცია
  8. ბარათებზე მუშაობა და სხვ.
ახალი მასალის შესწავლა ხდება არა მხოლოდ ჩვეულებრივ სასკოლო გაკვეთილზე, არამედ
  • გაკვეთილ-ექსკურსიაზე
  • კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებზე
  • ისტორიის წრეში  
განზოგადებისა და სისტემატიზაციის გაკვეთილი  ტარდება პერიოდულად. მაგ: შეიძლება ჩავატაროთ 
  1. რომელიმე თემის შესწავლის შემდეგ
  2. სემესტრის ბოლოს
  3. წლის ბოლოს
  4. გამოსაშვები გამოცდების პერიოდში
ამ დროს ხდება სასწავლო მასალის გამეორება, მიღებული ცოდნის განზოგადება, განმტკიცება, სისტემაში მოყვანა. აქტივობებად შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ხერხი, მათ შორის, 
გაკვეთილი-ექსკურსია
მიმოხილვითი-განმეორებითი ლექცია და სხვ.

ცოდნის, ხერხების, ჩვევების კონტროილისა და კორექციის (ანუ მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების) გაკვეთილზე შეიძლება გამოვიყენოთ  შემდეგი აქტივობები
  1. საუბარი
  2. მოსწავლეთა მოხსენებების მოსმენა და მათი განხილვა
  3. ბარათებზე მუშაობა
  4. ტექსტები
  5. საკონტროლო სამუშაოები
  6. ყოველი განვლილი თავის ბოლოს განვლილი მასალის გამოკითხვა
  7. შემეცნებითი თამაშები და სხ. 


გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ. 
ავტორები:  სერგო  ვარდოსანიძე, ზოია  ჩიმაკაძე, ელგა  ცქიტიშვილი. 

понедельник, 3 августа 2015 г.

კონტურული რუკები


კონტურული რუკების არაჩვეულებრივი გვერდი.
ბრავო, ამ გვერდის შემქმნელებს.
გვერდს კარგად გამოიყენებენ ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები. იგი დაცულია საავტორო უფლებებით, თუმცა შესაძლებელია მისი გამოყენება არაკომერციული, საგანმანათლებლო მიზნებით.
მოცემული მასალა დახარისხებულია 8 ნაწილად:


თითოეულ ჯგუფში კიდევ გამოიყოფა ქვეჯგუფები, სადაც უკვე თითოეული გეოგრაფიული პუნქტის სახელწოდების გვერდით მითითებულია ფაილში არსებული რუკების რაოდენობა. მაგალითისათვის,  შეგიძლიათ ნახოთ ქვეჯგუფი  ევროპის განყოფილება
მოცემულია, როგორც გეოგრაფიული (მაგ: ეგეოსის ზღვა), ისე ისტორიული ( მაგ: აშშ. 13 კოლონია) რუკები.
შესაძლებელია,  თითოეული რუკის ამობეჭდვა სხვადასხვა ფორმატში, გაკვეთილზე გამოყენება, როგორც კონტურულ რუკაზე მუშაობის ნიმუში.  დასაბეჭდი ფორმატების ვერსიაც მითითებულია რუკების ზედა მარცხენა კუთხეში..  (მაგ: კავკასიის 34 რუკიდან, თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერი რუკა გახსნათ და ამიბეჭდოთ)