четверг, 11 июля 2024 г.

ხელით წერა, როგორც სწავლების ერთ-ერთი მეთოდი

ხელით წერა, გადაწერა ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო. წინათ მთელი ოჯახები  იყვნენ  ამ საქმეში ჩართული. ხშირად ეს მათი პროფესია და შემოსავლიც წყარო იყო.  დღეს იგი არაპოპულარულ პროფესიად ითვლება. უფრო მეტიც, ადამიანებს ურჩევნიათ საქმე გაიმარტივონ და ტექსტები კლავიატურაზე აკრიფონ, დაბეჭდონ ან სულაც,  შეინახონ მსგავსი ტექსტები, რომ ერთი და იგივე საქმე რამდენჯერმე არ გააკეთონ.  არა და, კვლევები ცხადჰყოფს, რომ  ხელით წერას დიდი სარგებელი მოაქვს ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მოზარდებისთვის. მაგალითად, 

ხელით წერა ბავშვზეც და უფროსზეც მოქმედებს პოზიტიურად - ფურცელზე საკუთარი მოსაზრების გადატანით ადამიანი თავისუფლდება ცუდი შინაგანი ემოციებისგან, ცუდი წინათგრძნობებისგან.  ფურცელზე ემოციების წერილობით გადმოტანა  განსაკუთრებით კარგია  ამაღელვებელი დავალების ან საქმის დაწყების წინ. ის ეხმარება ადამიანს  ქრონიკული შფოთისგან გათავისუფლებაში, აქვეითებს სტრესის დონეს, ამცირებს შიშს, დაძაბულობას, დეპრესიას,  რაც დადებითად მოქმედებს ადამიანის  განწყობაზე.

ხელით წერა ხსნის გონებას - წერის დროს ადამიანს თავში გენიალური აზრები მოსდის, რომელზეც მანამდე არც უფიქრია. ფურცელი, კალამი ხსნის გონებას და გასაქანს აძლევს ფიქრს, წარმოსახვას, ფანტაზიას. ამიტომ კარგი იქნება, რომ ხშირად წეროთ. უფრო მეტიც,  დაუთმეთ დღეში მინიმუმ 30 წთ. ამ პროცესს და გადააქციეთ ის თქვენს ყოველდღიურობად. 

ხელით წერა აუმჯობესებს მეხსიერებას, განსაკუთრებით ეს სჭირდებათ ბავშვებს - თუ გიჭირთ ტექსტის დამახსოვრება, ნუ დაგეზარებათ, გადაწერეთ ხელით.  ეს არის უძველესი და საუკეთესო მეთოდი მეხსიერების გასაუმჯობესებლად. ეს ტვინის ვარჯიშია, რადგან ხელით გადაწერა აუმჯობესებს თვალით მეხსიერებას, აუმჯობესებს გონების სიფხიზლეს და ამდენად, ტექსტის დამახსოვრებასაც აიოლებს. 

ხელით წერისას ბავშვები მარტივად სწავლობენ კითხვას.  ეს პროცესი ბეჭდვაზე და დაბეჭდილი ასოებით კითხვაზე უკეთესად ეხმარება მოზარდს კითხვის უნარების ჩამოყალიბებაში. იმახსოვრებს სიტყვებს, შემდგომში კითხულობს სწრაფად და სწორად. იმდიდრებს ლექსიკას. ამავე დროს, არავითარ კლავიატურას არ შეუძლია შეცვალოს ადამიანში ის სიამოვნება, რასაც საყვარელი კალმის ხელში დაჭერითა და წერით გრძნობს. 

ხელით წერა ასვენებს თვალებს - არ წუხდებით ელექტრო-ტექნოლოგიების გამოსხივებით,  თავს არ გტკენთ კლავიშების წკაპა-წკუპი, ხმაური და გამოსხივება, გაქვთ რაღაც ხელშესახები სივრცე და საგნები და არა ვირტუალური, სადაც შეგიძლიათ მშვიდად მოკალათებულმა აკეთოთ თქვენი საქმე.

ხელით წერით თქვენ სწავლობთ კალიგრაფიას, მხატვრულად წერის ხელოვნებას, რომელიც მომავალში შესაძლოა, თქვენი შემოქმედებითი წვის, ფანტაზიითა და მარჯვე ხელებით შექმნილი პროდუქტების, ხელოვნების მშვენიერ ქმნილებათა საფუძველი გახდეს,  პროფესიად და თქვენი შემოსავლის წყაროდ აქციოთ. 

მაშ, ასე!!!.. ნუ დაგეზარებათ ხელით წერა.  მას მრავალი სარგებელი მოაქვს.  ხშირად გამოიყენეთ ეს მეთოდი ბავშვებთან მუშაობისას.  

სკოლაში ხელით წერის ერთ-ერთი გავრცელებული მაგალითია კონსპექტის წერა.  ოღონდ, რასაკვირველია,  მოსწავლეს წინასწარ ვეხმარებით და ვასწავლით, როგორ შექმნას კონსპექტი

Комментариев нет: