ეს პროცესი მეტად მნიშვნელოვანია ისტორიის სწავლების დროს. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით თხრობის შესწავლა მოსწავლეს გამოუმუშავებს ლოგიკური, დალაგებული მეტყველების უნარს.
ქრონოლოგია წარმოადგენს ისტორიის დამხმარე დისციპლინას, რომლის დანიშნულებაა:
1. მოვლენებისა და ფაქტების ზუსტი თარიღების დადგენა.
2. მოვლენებისა და ფაქტების თანმიმდევრული (თარიღების მიხედვით) ჩამოთვლა.
ქრონოლოგიის გარეშე შეუძლებელია ისტორიის შესწავლა, რადგან ქრონოლოგიური თანმიმდევრობის გარეშე ფაქტები მხოლოდ უწესრიგო გროვას წარმოადგენს. ერთმანეთთან თანმიმდევრობის გარეშე დაუკავშირებელი ფაქტები მთლიანობიდან ამოვარდნილი, შემთხვევითი და ქაოტური მოვლენებია.
თარიღების შესწავლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაფას, ქრონოლოგიურ ან სინქრონულ ცხრილს, დროის ხაზს, საშინაო დავალებას და ა.შ.
მასწავლებელი განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა მოემზადოს ყოველი გაკვეთილისათვის. მან წინასწარ უნდა მოიფიქროს - გამოიყენებს თუ არა დაფას თარიღების ჩასაწერად? რომელ თარიღებზე გაამახვილებს ყურადღებას? რომელ რომელ ქრონოლოგიურ ან სინქრონულ ცხრილს გამოიყენებს?
ზოგიერთ სახელმძღვანელოს თან ახლავს მოკლე ქრონოლოგიური ცხრილი. ის რეალურ მეთოდურ დახმარებას გაუწევს მასწავლებელს მოსწავლეებისათვის აუცილებელად შესასწავლი თარიღების განსაზღვრაში. მას შეუძლია ყოველგვარი გადატვირთვის და გართულების გარეშე შეუდგინოს მოსწავლეებს აუცილებელი თარიღების სია, რომელიც ბავშვებმა უკვე მყარად და შეგნებულად უნდა შეისწავლონ.
მნიშვნელოვანია ამ პროცესში საშინაო დავალების კონკრეტიზაცია. კარგ შედეგს იძლევა მოსწავლეთა დამოუკიდებლი მუშაობა ქრონოლოგიური ან სინქრონული ცხრილის შექმნაზე, ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოს განსაზღვრაზე, ეპოქისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისესების, ფაქტებისა და ცნებების განსაზღვრაზე.
ასევე, მნიშვნელოვანია თარიღების დამახსოვრებისათვის ყურადღების მობილიზება, რისთვისაც მასწავლებელმა უნდა ურჩიოს მოსწავლეებს სპეციალური თარიღების რვეულის შექმნა.
ყველაზე მეტად გამართლებულია ბარათებთან მუშაობა და ტესტირების ჩატარება.
პრაქტიკული ცოდნის გაკვეთილებზე ქრონოლოგიის დამახსოვრების სტიმულს წარმოადგენს არასტანდარტული გაკვეთილები, რომლებიც მოსწავლეებისაგან მოითხოვს სისწრაფერს, საზრიანობას, მოხერხებულობას. მაგალითად:
- კონფერენციები
- სემინარები
- დიალოგები
- შემოქმედებითი გაკვეთილები
- კონკურსი-გაკვეთილები
- შეჯიბრი-გაკვეთილები
- საქმიანი თამაშების გაკვეთილები
- და ა.შ.
თარიღებთან მუშაობისას უნდა გავითვალისწინოთ ასაკობრივი თავისებურება. მაგ: დაბალი კლასის (5-6) მოსწავლეებისათვის რეკომენდებულია მხოლოდ მინიმალური თარიღების დამახსოვრება. მაგ: ერთ გაკვეთილში მხოლოდ ერთი ან ორი თარიღი.
ქრონოლოგიური და სინქრონული ცხრილის ნიმუშები
დანართი
№1. ქრონოლოგიური ცხრილი
ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგეთ
დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა
№
|
თარიღი
|
მნიშვნელოვანი
მოვლენა
|
1.
|
1089წ.
|
გამეფება
|
2.
|
1097წ.
|
თურქ-სელჩუკთათვის ხარკის მიცემის შეწყვეტა
|
3.
|
1103 წ.
|
რუის-ურბნისის საეკლესიო კრება
|
4.
|
1104 წ.
|
ერწუხის ბრძოლა
|
5.
|
1106 წ.
|
გელათის აკადემიის დაარსება
|
6.
|
1110 წ.
|
სამშვილდის შემოერთება
|
7.
|
1115 წ.
|
რუსთავის შემოერთება
|
8.
|
1117 წ.
|
გიშის აღება
|
9.
|
1118 წ.
|
1.
ლორეს შემოერთება
2.
ყივჩაღთა ჩამოსახლება
|
10.
|
1121წ.
|
დიდგორის ბრძოლა
|
11.
|
1122წ.
|
თბილისის შემოერთება
|
12.
|
1123 წ.
|
დმანისის შემოერთება
|
13.
|
1124 წ.
|
1.
ანისის შემოერთება
2.
შირვანის შემოერთება
|
14.
|
1125წ.
|
დავითის
გარდაცვალება.
|
დანართი №2. სინქრონული ცხრილი
ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგეთ
სხვადასხვა ქვეყნის ბურჟუაზიული რევოლუციები
№
|
თარიღი
|
ბურჟუაზიული
რევოლუცია
|
1.
|
1568-1648
|
ნიდერლანდების ბურჟუაზიული რევოლუცია
|
2.
|
1640-1642 წწ.
|
ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუცია
|
3.
|
1789-1792 წწ.
|
საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია
|
4.
|
1848-1849 წწ.
|
სლოვაკეთის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია
|
5.
|
1906-1908 წწ.
|
ოსმალეთის ბურჟუაზიული რევოლუცია
(ახალგაზრდა თურქების რევოლუცია)
|
6.
|
1911-1913 წწ.
|
სინხაის რევოლუცია ჩინეთში
|
7.
|
1917წ. თებერვალი
|
რუსეთის ბურჟუაზიული რევოლუცია
|
====================================
ისტორიის გაკვეთილზე ქრონოლოგიის სწავლებისას მასწავლებელმა უნდა გააცნოს მოსწავლეებს, რომ ევროპელი ხალხები დროის ათვლას იწყებდნენ ქრისტეს შობიდან, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ქრისტიანული ერის დასაწყისი. მან უნდა გაააზრებინოს, რომ მსოფლიო ცივილიზაცია ქრისტეს შობამდეც არსებობდა და რომ ეს იყო დროის უდიდესი მონაკვეთი, რომელიც მდიდარია უძველესი ხალხების საინტერესო ისტორიებით. მოსწავლე უნდა მიხვდეს, რომ დროის ამ უდიდეს პერიოდს ეწოდა ქრისტეს შობამდე პერიოდი ანუ ჩვენს ერამდე წელთაღრიცხვა. ქრისტეს შობიდან შემდეგს კი ჩვენი ერა ანუ ჩვენი წელთაღრიცხვა.
ქრონოლოგიის შესწავლისას მოწავლეებისათვის დროის ხაზის ახსნა ითვლება ყველაზე გამართლებულად. მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ დროის ხაზი იყოფა ასწლეულებსა და ათასწლეულებზე. მოსწავლეებს უნდა აუხსნას, რომ ასი წელი შეადგენს ”ერთ საუკუნეს”, ხოლო ათასი წელი ”ათ საუკუნეს”. რომ არსებობს ორი წელთაღრიცხვა - ”ძველი” და ”ახალი”. აუხსნას - რა განსხვავებაა მათ შორის, რა ქრონოლოგიურ ჩარჩოებს მოიცავს ისინი. როგორ ჩაიწერება თარიღები ამა თუ იმ წელთაღრიცხვაში.
ბავშვებმა უნდა შენიშნონ, რომ ჩვენს ერამდე წელთააღრიცხვა დროის სიღრმეში ”იკარგება”. ასევე, უნდა იგრძნონ, რომ ჩვენს ერამდე თარიღები დიდი ნიშნულიდან მცირესკენ მოიწევენ, ჩვენი ერისა კი პირიქით, პატარადან დიდისკენ მიემართებიან.
არ არის რეკომენდირებული, რომ მასწავლებელმა ერთ გაკვეთილზე ბევრი დრო მოანდომოს დროის ხაზის ახსნას. მან დრო უნდა მისცეს მოსწავლეებს რომ გაიაზრონ და დაიმახსოვრონ დროის უკუთვლის პროცესები.
სასარგებლოა,
1. მოსწავლეებს შევთავაზოთ, რვეულებში დახაზონ დროის ხაზი
2. ან გავაკეთოთ კედლის სქემა.

გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ.
ავტორები: სერგო ვარდოსანიძე, ზოია ჩიმაკაძე, ელგა ცქიტიშვილი.
ფოტო: ვიკიპედიიდან
ფოტო: ვიკიპედიიდან
Комментариев нет:
Отправить комментарий