სკოლაში ეს დღე უხვად არის დატვირთული სხვადასხვა აქტივობებით. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პირველ და დამამთავრებელ კლასელებს. ტრადიციულად, დღე იწყება საზეიმო მსვლელობით, როცა სკოლის ეზოში შემოსვლას იწყებენ პირველი და მე-12 კლასელები, ხდება ურთიერთმილოცვები. საზეიმო ცერემონია იწყება მისასალმებელი სიტყვებით. სწავლის დაწყებას, სკოლის გახსნას, პირველ რიგში, მოსწავლეებს და მათ მშობლებს, პედაგოგთა არმიას ულოცავს - დირექტორი და მოწვეული სტუმარი. სტუმარი შეიძლება იყოს ქალაქის ან რეგიონის ხელმძღვანელი ან რომელიმე მნიშვნელოვანი პიროვნება, ღვაწლმოსილი ადამიანი. სიტყვას წარმოთქვამენ სასწავლო ნაწილის გამგე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, მე-12 კლასის დამრიგებლები და სხვა მსურველი პედაგოგი, მშობელი. იმართება გარკვეული საზეიმო აქტივობები: მაგ: დირექტორის მიერ წინა წლის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება, მოსწავლეთა, უპირველესად, მე-12 კლასელთა ფლეშმობი, პირველკლასელთა საზეიმო მსვლელობა, მათ მიერ საზეიმო ლექსების წარმოთქმა, მე-12 კლასელთა მიერ სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია. პირველ და მე-12 კლასლთა მიერ ერთობლივად ზარის ხელით დარეკვის ტრადიციული ცერემონია.
მე-12 კლასის დამრიგებლის მისასალმებელი სიტყვის შინაარსი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს:
"ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო,
კოლეგებო და სტუმრებო!
....მოხრული ვარ, მოგესალმოთ და მთელი გულით მოგილოცოთ
სასწავლო წლის დასაწყისი.
დღევანდელი დღე ბავშვობის და ახალგაზრდობის
დღესასწაულია, ყვავილების ზეიმია, სიხარულის, მონატრებული
მეგობრების, მილოცვების დღეა.
დასრულდა საყვარელი საზაფხულო არდადეგები, რომელიც უამრავ სასიამოვნო
მოგონებებს გჩუქნით, მაგრამ ნუ მოიწყენთ, წინ უფრო საინტერესო პერიოდი გელოდებათ!....
დღეს, ახლიდან იწყება ბრძოლა ცოდნის მისაღებად და ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.
პირველი სასწავლო დღე ყველასთვის მნიშვნელოვანია, ცხოვრების ახალი ეტაპის
დასაწყისია. კეთილი
იყოს თქვენი დაბრუნება სკოლაში - საოცარ ციხესიმაგრეში, რომლის ზღურბლი კიდევ ერთხელ უნდა გადალახოთ. ამ ციხესიმაგრეში შრომა და მოთმინება აუცილებელი ინსტრუმენტებია ცოდნის სამეფოში
სამოგზაუროდ. გამოიყენეთ ეს მოგზაურობა. თამამად გაეცანით ცოდნის და აღმოჩენების საინტერესო სამყაროს.
დაე, გაკვეთილები მოსაწყენი არ იყოს თქვენთვის.
დაე, წიგნები საინტერესოდ
მოგეჩვენოთ ამ წელს.
სასკოლო წლები თითოეული
ადამიანისათვის შთამბეჭდავი და დაუვიწყარია. ვინც არ უნდა იყოთ, საბოლოოდ და საითაც უნდა წაგიყვანოთ ცხოვრების ტალღამ, მერწმუნეთ, ყოველთვის თბილად და
ტკბილად გაგახსენდებათ სკოლის კედლებში გატარებული წლები.
გახსოვდეთ, რომ თქვენი შემოდგომი ბედი თქვენს ხელშია. გამოიყენეთ ეს დრო.
სკოლაში მიღებული ცოდნით ძლიერი ფუნდმენტი ჩადეთ თქვენს ცხოვრებაში
მომავალი წარმატებებისათვის.
ისწავლეთ,
არა უბრალოდ კარგად, არამედ საუკეთესოდ!
გახსოვდეთ, შრომა არ იკარგება!
უფალი
დაგაჯილდოვებთ თავდაუზოგავი შრომისათვის. თქვენ ეს შეგიძლიათ!...
ყველაფერი გამოგივათ!
დაე, სკოლაში გატარებულმა დღეებმა ნათელი კვალი დატოვოს თქვენს გულებში.
დაე, აქ მიღებული
ცოდნით შეიარაღებულებს ყველაზე ურთულეს მომენტებშიც კი ყველა დაბრკოლება ადვილად გადაგელახოთ.
კიდევ
ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ცოდნის სამეფოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობას"....
როგორც წესი პირველი გაკვეთილი ხმარდება საზეიმო აქტივობებს,
მეორე გაკვეთილზე ყველა კლასში შედის დამრიგებელი. ეს გაკვეთილი წესისამებრ, სასწავლო წლის პირველი კლასის საათია. კლასის საათის თემა შეიძლება იყოს სხვადასხვა. მე-9, მე-10 და მე-12 კლასებში ეს შეიძლება იყოს (პირველ რიგში) პროფესიული ორიენტაციის გაკვეთილი. ან შესაძლოა, დირექციასთან შეთანხმებით, ეს იყოს -
მესამე გაკვეთილიდან კი იწყება დადგენილი ცხრილის მიხედვით მასწავლებელთა შესვლა შესაბამის კლასში და ჩვეულებრივი საგნობრივი გაკვეთილების ჩატარება....
მეორე გაკვეთილზე ყველა კლასში შედის დამრიგებელი. ეს გაკვეთილი წესისამებრ, სასწავლო წლის პირველი კლასის საათია. კლასის საათის თემა შეიძლება იყოს სხვადასხვა. მე-9, მე-10 და მე-12 კლასებში ეს შეიძლება იყოს (პირველ რიგში) პროფესიული ორიენტაციის გაკვეთილი. ან შესაძლოა, დირექციასთან შეთანხმებით, ეს იყოს -
- ცოდნის გაკვეთილი,
- მშვიდობის გაკვეთილი,
- უსაფრთხოების გაკვეთილი,
- გმირობის გაკვეთილი,
- და ა. შ. რაიმე მნიშვნელოვან მაღალღირებულ თემაზე აგებული გაკვეთილი...
მესამე გაკვეთილიდან კი იწყება დადგენილი ცხრილის მიხედვით მასწავლებელთა შესვლა შესაბამის კლასში და ჩვეულებრივი საგნობრივი გაკვეთილების ჩატარება....
Комментариев нет:
Отправить комментарий