დღესასწაული არის კაცობრიობის მოწესრიგებული ცხოვრების არსებობის ერთ-ერთი წყარო და საზომი. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის გარკვეულ პერიოდებში დღესასწაული დაქვეითებას განიცდის, კულტურის ეს ელემენტი ბოლომდე არასოდეს არ ქრება; უძველესი დროიდან ის ყველაზე მეტად ითვლება მუდმივად განახლებად აქტივობად. ყოველ ჯერზე, როდესაც საზოგადოება დასვენების პრობლემის წინაშე დგას, ხელისუფლება იყენებს დროში გამოცდილ სადღესასწაულო სტანდარტებს:
·
ადამიანთა გაერთიანების, სოციალური
მთლიანობის
შექმნის, ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების მნიშვნელოვანი საშუალება.
·
პიროვნული განვითარების
ერთ-ერთი ეფექტური საშუალება.
დღესასწაულის მთავარი
მიზანია თავისუფალი დროის ორგანიზება და ესთეტიური სილამაზის შეგრძნება. იგი რაიმე ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებული საზეიმო დღეა. აღსანიშნავი მოვლენის ხასიათის, მნიშვნელობისა და გავრცელების არეალის თვალსაზრისით დღესასწაულები იყოფიან ეამდენიმე კგუფად. კერძოდ:
·
სამოქალაქო (საერთო-სახალხო, ეროვნული, პროფესიული),
·
საერთაშორისო
·
რელიგიურ დღესასწაულებად.
სამოქალაქო დღესასწაულებს შესაბამისი კანონებით აწესებენ სახელმწიფოები,
საერთაშორისოს — საერთაშორისო ორგანიზაციები თავისი აქტებით,
რელიგიურს — რელიგიური დაწესებულებები.
ხშირ შემთხვევაში, დღესასწაულები სახელმწიფოს მიერ უქმე დღეებად ცხადდება. დღესასწაულების უმეტესობა წლის კონკრეტულ დღეს აღინიშნება, მაგრამ არსებობს (მათ შორის რელიგიური) დღესასწაულები, რომლებიც მოძრავნი არიან და სხვადასხვა წელს სხვადასხვა დღეს ზეიმობენ.
საერთაშორისო ეწოდება დღესასწაულს, რომელიც დადგენილია საერთაშორისო ორგანიზაციის (გაერო, იუნესკო და ა.შ.) მიერ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული, საზოგადოებრივი და სხვა მოვლენის აღსანიშნავად ან ასეთად მიიჩნევა მსოფლიოს ქვეყნების ერთ ჯგუფში, როგორიცაა ევროპის დღე, აფრიკის დღე და სხვა. როგორც წესი, საერთაშორისო დღესასწაულებს სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ, მაგრამ ისინი უქმე დღეებს არ წარმოადგენენ.
მათგან განსხვავებით არის ერთი ჯგუფი დღესასწაულებისა, რომლებიც ფართოდ გავრცელდა და საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. ტრადიციის თანახმად ამ უკანასკნელთ მიაკუთვნებენ ახალწლის დღეს (1 იანვარი), შრომის დღეს (1 მაისი) და სხვა.
ხალხური დღესასწაული რომელიც საქართველოში
განვითარდა იყო საერთო - სახალო დღესასწაულები, რომელიც დაკავშირებული იყო რაიმე
სიახლესთან, ახალ წელთან, გაზაფხულსა და სიცოცხლის განახლებასთან, მოსავლის აღება-დაბინავებასთან (როგორც უძვ. მიწათმოქმედი ქვეყანა), ღირსებებთან და სამართლიანობასთან, თავისი კლასიკური ფორმით არის კარნავალი.
თანამედროვე ქართული დღესასწაულები, როლებიც ეწყობა სახელმწიფოს მიერ და/ან მისი
ხელშეწყობით: მაგ: „მთის დღეები“, გემო-ფესტი,
„თბილისობა“ და ა.შ. წარმოადგენს
კარგად ნაცნობი ძველი ტრადიციული ელემენტების შერწყმით ორგანიზებულ
დღესასწაულებს, რომლის მიზანია, როგორც
ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის და ქართული კულტურისა და
სპორტის, ქართული ტრადიციების მიმართ
ცნობადობის ამაღლება, ასევე, მოსახლეობის შეკვრა სოციო-კულტურულ ჯგუფებად,
საკუთარი თავის პოვნა ინდივიდის მიერ, რომელიმე ჯგუფთან, საქმესთან იდენტობა,
აღმოჩენების გაკეთება, პიროვნების ჩამოყალიბება, ეკოლოგიური მდგომარეობის
გაუმჯობესება და ა.შ.
თავად, დღესასწაული მეცნიერული თვალსაზრისით, მისი ზოგადი ხასიათი, სავარაუდოდ, საქართველოში არავის შეუსწავლია
და მაშასადამე, დღესასწაულის არც რაიმე, ზოგადი თეორია არ
გვაქვს. კერძოდ, არ ვიცით - რა იყო ამ
დღსასწაულების აღმოცენების ზოგადი კონცეფცია.
არ ვიცით, დღესასწაულების რა ტიპოლოგია არსებობდა უძველესი დროიდან
საქართველოში.
სხვადასხვა სოციალური ურთიერთობების პირობებში,
წარმოების ახალი მეთოდები იწვევს ახალი ტიპის დღესასწაულების გაჩენას. ამრიგად,
სადღესასწაულო პროგრესი შეიძლება ჩაითვალოს როგორც საზოგადოების ისტორიული
პროგრესის ფაქტორი, რომელიც ასახავს თავის დროისთვის დაწინაურებულ იდეებს,
დამოკიდებულებებსა და ღირებულებებს.
დღესასწაული
ამოუწურავია. დღესასწაულის
წარმოშობის ერთ-ერთი ვერსია არის სიხარულის ერთად განცდა, ანუ გახარება
წარმატებებითაც და წარუმატებლობითაც. სიხარულის ემოცია არ შეიძლება იყოს ერთიანი,
ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ცხოვრობს. შეიძლება არსებობდეს სიხარულის ერთი
ობიექტი, მაგრამ ემოცია თავისთავად უნიკალურია, ისევე როგორც ადამიანი.
დღესასწაულის ფორმებიც მრავალფეროვანია.
დღესასწაული. სასურველი რამ - "გულების ცემა
უნისონში" - ძალიან ძნელი მისაღწევია. პრაქტიკულად. მისი მოწყობა შეუძლებელია წინასწარი კოლოსალური
შრომის გარეშე. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ თავად სადღესასწაულო პროცედურაზე, მთელი
მომზადება ბევრად უფრო ფართოა. აქ
საუბარია განათლების სტანდარტიზაციაზე, განათლების გამჭვირვალობაზე და
ჭამა-სმის კულტურის ჩამოყალიბებაზე (რომელიც ყოველთვის აქტუალური თემაა, ჩვენნაირი
სუფრის კულტურის მქონე ერისთვის). ყოველი დღესასწაული, არსებითად, არის „თავისუფლების ტერიტორია“ ან ფენომენი თავისუფლების
იმდენი ხარისხით, რომ მისი აღწერა შეუძლებელია, აქედან გამომგინარე აუცილებელი და
სავალდებულოა მუდმივად მზად იყო უსაფრთხოების
ზომების დასაცავად.
Комментариев нет:
Отправить комментарий