среда, 8 января 2025 г.

საერთო-სახალხო დღესასწაულები.

 ხალხური დღესასწაული რომელიც საქართველოში განვითარდა იყო საერთო - სახალო დღესასწაულები, რომელიც დაკავშირებული იყო რაიმე სიახლესთან, ახალ წელთან, გაზაფხულსა და სიცოცხლის განახლებასთან,  მოსავლის აღება-დაბინავებასტან (როგორც უძვ. მიწათმოქმედი ქვეყანა),  ღირსებებთან და სამართლიანობასთან, თავისი  კლასიკური ფორმით  არის კარნავალი. ასეთი დღესასწაულები დღემდე შემორჩენილია მაგ:  მცხეთობა - უძვ. წარმართული დღესასწაული. ის აღწერილია ჯერ კიდევწმ. ნინოს ცხოვრებისუცნობი  ავტორის მიერ. დაწერილ თხზულებაში  - როგორ ემზადება საზეიმოდ მოსახლეობა და მიემართება დედაქალაქისაკენ, ასევე, მთელი საზეიმო პროცესია, რომელშიც საზოგადოების ზედა და ქვედა ფენები ერთნაირად იღებდნენ მონაწილეობას, როგორ მიმდინარეობდა მეფის, სამეფო ოჯახის სხვა წევრების ფეხით მსვლელობის საზეიმო ცერემონია არმაზის (ძვ. ქართველთა ღვთაება) ძეგლისკენ  ღვთაებისადმი პატივისცემის გამოხატულების ნიშნად, რომელსაც თავად წმ. ნინო შეესწრო.

დღეისათვის ასევე, აღდგენილია, წარმართული ეპოქის სახალხო თეატრალური სანახაობა - „ბერიკაობა-ყეენობა“.

 თანამედროვე ქართული დღესასწაულები, როლებიც  ეწყობა სახელმწიფოს მიერ და/ან მისი ხელშეწყობით:  მაგ:  მთის დღეები“,  გემო-ფესტი,  თბილისობა  და ..  წარმოადგენს  კარგად ნაცნობი ძველი ტრადიციული ელემენტების შერწყმით ორგანიზებულ დღესასწაულებს, რომლის მიზანია, როგორც  ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის და ქართული კულტურისა და სპორტის,  ქართული ტრადიციების მიმართ ცნობადობის ამაღლება, ასევე, მოსახლეობის შეკვრა სოციო-კულტურულ ჯგუფებად, საკუთარი თავის პოვნა ინდივიდის მიერ, რომელიმე ჯგუფთან, საქმესთან იდენტობა, აღმოჩენების გაკეთება, პიროვნების ჩამოყალიბება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება  და .. 

თავად, დღესასწაული მეცნიერული თვალსაზრისით,  მისი ზოგადი ხასიათი,  სავარაუდოდ, საქართველოში არავის შეუსწავლია და  მაშასადამე,  დღესასწაულის არც რაიმე, ზოგადი თეორია არ გვაქვს.   კერძოდ, არ ვიცით - რა იყო ამ დღსასწაულების აღმოცენების ზოგადი კონცეფცია.  არ ვიცით,  დღესასწაულების რა  ტიპოლოგია არსებობდა უძველესი დროიდან საქართველოში. 

სხვადასხვა სოციალური ურთიერთობების პირობებში, წარმოების ახალი მეთოდები იწვევს ახალი ტიპის დღესასწაულების გაჩენას. ამრიგად, სადღესასწაულო პროგრესი შეიძლება ჩაითვალოს როგორც საზოგადოების ისტორიული პროგრესის ფაქტორი, რომელიც ასახავს თავის დროისთვის დაწინაურებულ იდეებს, დამოკიდებულებებსა და ღირებულებებს.

 დღესასწაული  ამოუწურავია.  დღესასწაულის წარმოშობის ერთ-ერთი ვერსია არის სიხარულის ერთად განცდა, ანუ გახარება წარმატებებითაც და წარუმატებლობითაც. სიხარულის ემოცია არ შეიძლება იყოს ერთიანი, ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ცხოვრობს. შეიძლება არსებობდეს სიხარულის ერთი ობიექტი, მაგრამ ემოცია თავისთავად უნიკალურია, ისევე როგორც ადამიანი.

დღესასწაულის აღნიშვნის ფორმებიც მრავალფეროვანია. ერთი რამ ცხადია, დღესასწაული არის სასურველი რამ - "გულების ცემა უნისონში", რომელიც  ძალიან ძნელი მისაღწევია.  პრაქტიკულად. მისი  მოწყობა შეუძლებელია წინასწარი კოლოსალური შრომის გარეშე, სადაც უნდა იყოს გათვალისწინებული,  განათლების სტანდარტი, განათლების გამჭვირვალობა, ჭამა-სმის კულტურ,  უსაფრთხოების ზომები და სხვა.

Комментариев нет: