вторник, 29 октября 2024 г.


ტე
ქნო
ლოგიური წერა-კითხვა ყველა ადამიანის პირადი წარმატებისთვის, ასაკის მიუხედავად, უმნიშვნელოვანესი უნარია დღევანდელ დღეს. თუ წარმატებები გსურთ, მიიღეთ ბლოგზე არსებული ინფორმაციები.

 ტექნოლოგიები დღეს.

четверг, 11 июля 2024 г.

ხელით წერა, როგორც სწავლების ერთ-ერთი მეთოდი

ხელით წერა, გადაწერა ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო. წინათ მთელი ოჯახები  იყვნენ  ამ საქმეში ჩართული. ხშირად ეს მათი პროფესია და შემოსავლიც წყარო იყო.  დღეს იგი არაპოპულარულ პროფესიად ითვლება. უფრო მეტიც, ადამიანებს ურჩევნიათ საქმე გაიმარტივონ და ტექსტები კლავიატურაზე აკრიფონ, დაბეჭდონ ან სულაც,  შეინახონ მსგავსი ტექსტები, რომ ერთი და იგივე საქმე რამდენჯერმე არ გააკეთონ.  არა და, კვლევები ცხადჰყოფს, რომ  ხელით წერას დიდი სარგებელი მოაქვს ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მოზარდებისთვის. მაგალითად, 

ხელით წერა ბავშვზეც და უფროსზეც მოქმედებს პოზიტიურად - ფურცელზე საკუთარი მოსაზრების გადატანით ადამიანი თავისუფლდება ცუდი შინაგანი ემოციებისგან, ცუდი წინათგრძნობებისგან.  ფურცელზე ემოციების წერილობით გადმოტანა  განსაკუთრებით კარგია  ამაღელვებელი დავალების ან საქმის დაწყების წინ. ის ეხმარება ადამიანს  ქრონიკული შფოთისგან გათავისუფლებაში, აქვეითებს სტრესის დონეს, ამცირებს შიშს, დაძაბულობას, დეპრესიას,  რაც დადებითად მოქმედებს ადამიანის  განწყობაზე.

ხელით წერა ხსნის გონებას - წერის დროს ადამიანს თავში გენიალური აზრები მოსდის, რომელზეც მანამდე არც უფიქრია. ფურცელი, კალამი ხსნის გონებას და გასაქანს აძლევს ფიქრს, წარმოსახვას, ფანტაზიას. ამიტომ კარგი იქნება, რომ ხშირად წეროთ. უფრო მეტიც,  დაუთმეთ დღეში მინიმუმ 30 წთ. ამ პროცესს და გადააქციეთ ის თქვენს ყოველდღიურობად. 

ხელით წერა აუმჯობესებს მეხსიერებას, განსაკუთრებით ეს სჭირდებათ ბავშვებს - თუ გიჭირთ ტექსტის დამახსოვრება, ნუ დაგეზარებათ, გადაწერეთ ხელით.  ეს არის უძველესი და საუკეთესო მეთოდი მეხსიერების გასაუმჯობესებლად. ეს ტვინის ვარჯიშია, რადგან ხელით გადაწერა აუმჯობესებს თვალით მეხსიერებას, აუმჯობესებს გონების სიფხიზლეს და ამდენად, ტექსტის დამახსოვრებასაც აიოლებს. 

ხელით წერისას ბავშვები მარტივად სწავლობენ კითხვას.  ეს პროცესი ბეჭდვაზე და დაბეჭდილი ასოებით კითხვაზე უკეთესად ეხმარება მოზარდს კითხვის უნარების ჩამოყალიბებაში. იმახსოვრებს სიტყვებს, შემდგომში კითხულობს სწრაფად და სწორად. იმდიდრებს ლექსიკას. ამავე დროს, არავითარ კლავიატურას არ შეუძლია შეცვალოს ადამიანში ის სიამოვნება, რასაც საყვარელი კალმის ხელში დაჭერითა და წერით გრძნობს. 

ხელით წერა ასვენებს თვალებს - არ წუხდებით ელექტრო-ტექნოლოგიების გამოსხივებით,  თავს არ გტკენთ კლავიშების წკაპა-წკუპი, ხმაური და გამოსხივება, გაქვთ რაღაც ხელშესახები სივრცე და საგნები და არა ვირტუალური, სადაც შეგიძლიათ მშვიდად მოკალათებულმა აკეთოთ თქვენი საქმე.

ხელით წერით თქვენ სწავლობთ კალიგრაფიას, მხატვრულად წერის ხელოვნებას, რომელიც მომავალში შესაძლოა, თქვენი შემოქმედებითი წვის, ფანტაზიითა და მარჯვე ხელებით შექმნილი პროდუქტების, ხელოვნების მშვენიერ ქმნილებათა საფუძველი გახდეს,  პროფესიად და თქვენი შემოსავლის წყაროდ აქციოთ. 

მაშ, ასე!!!.. ნუ დაგეზარებათ ხელით წერა.  მას მრავალი სარგებელი მოაქვს.  ხშირად გამოიყენეთ ეს მეთოდი ბავშვებთან მუშაობისას.  

სკოლაში ხელით წერის ერთ-ერთი გავრცელებული მაგალითია კონსპექტის წერა.  ოღონდ, რასაკვირველია,  მოსწავლეს წინასწარ ვეხმარებით და ვასწავლით, როგორ შექმნას კონსპექტი

среда, 29 мая 2024 г.

სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტი - "ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი"

 აფხაზეთობა - 2024 წ. 

პროექტი მიმდინარეობდა  21-24 მაისს.  

მასში მონაწილეობა მიიღეს სსიპ ქ. რუსთავის N12 საჯ./ სკოლის  5-11 კლ. მოსწავლეებმა.  კვირის განმავლობაში ჩატარდა  სხვადასხვა აქტივობები - ნახატების გამოფენა, პოსტერების გამოფენა, რუკების გამოფენა, ლიტერატურული საღამო. მოტივაცია იყო საკმაოდ მაღალი.  შეიქმნა პროექტის ბლოგი.  იხილეთ აქ:

ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი




четверг, 4 апреля 2024 г.


N1 პროექტი - როგორ წარმოგიდგენია საბავშვო უნივერსიტეტი (თხზულებათა კონკურსი)

კონკურსში მონაწილეობის სურვილი 70-მდე მოსწავლემ გამოთქვა. 

ფინალურ ეტაპზე შეირჩეულ იქნა 34 მონაწილე

პროექტში მონაწილეობდა ჩემი 4 მოსწავლე, ოთხივე მოსწავლე გავიდა ფინალურ ეტაპზე

  • ანი ხუციშვილი, 
  • ანა იასეშვილი, 
  • მარიამ ტატიური,
  • ქეთევან კიკალიშვილი.   

ფინალურ ეტაპზე გასული ყველა მონაწილე მიწვეულ იქნა 11 აპრილს, 12:00 საათზე, დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად თსუ მეორე კორპუსის (ჭავჭავაძის 3) #119 აუდიტორიაში, უწყვეტი განათლების ცენტრში.  

четверг, 5 октября 2023 г.

ჩემი ხმა ეროვნულ ბიბლიოთეკას.

ჩემი ხმა ეროვნულ ბიბლიოთეკას.

ერთ ახალ პროექტში დავიწყე აქტივობა -  "ჩემი ხმა ეროვნულ ბიბლიოთეკას"
იმდენად საინტერესო და სახალისოა. მიხარია და ვთვლი, რომ  კარგ საქმეს ვაკეთებ. რომ ერთ პატარა წვლილს შევიტან ძალიან მაგარ და საშვილიშვილო საქმეში.

მადლობაც მივიღე პროექტის ავტორისგან. არ მეგონა, ასეთი საინტერესო თუ აღმოჩნდებოდა. 

https://prnt.sc/0d9RMcSYQOnl