” ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაკობდეს!” (ილია)

суббота, 4 марта 2017 г.

დაფა, როგორც რესურსი ისტორიის გაკვეთილზე

საკლასო დაფა შედის ისტორიის გაკვეთილის აღჭურვილობაში (რესურსებში). ის თითქმის შეუცვლელი დამხმარე საშუალებაა ისტორიის მასწავლებლისთვის თითოეულ გაკვეთილზე.
პირველ რიგში, საჭიროა, მასწავლებელმა გაიაზროს:
- როგორ გამოიყენოს საკლასო დაფა, რაც შეიძლება რაციონალურად?
- როგორ გადაანაწილოს მასზე დასამახსოვრებლად აუცილებელი მასალა, რაც შეიძლება უკეთესად და კომპოზიციურად?
გაკვეთილის მსვლელობის დროს, დაფაზე შეიძლება ჩაიწეროს თარიღები, სახელები, დასახელებები, გეოგრაფიული პუნქტები და ა.შ. ასევე, საშინაო დავალება გაკვეთილის ბოლო მომენტში.
ზოგჯერ დაფა დაკავებულია რეპროდუქციით, ცხრილებით, სქემებით. ასეთ დროს მასწავლებელმა წინასწარ უნდა გაითვალისწინოს სუფთა მინდორის ისეთი განაწილება, რომ ჩანაწერები და საილუსტრაციო მასალა ხელს კი არ უშლიდეს ერთმანეთს, არამედ ავსებდეს ერთი მეორეს. 
საერთოდ, დაფაზე ჩანაწერები  გამოიყენება მეტი თვალსაჩინოების,  სიცხადის, ცოდნის უკეთესი განმტკიცებისათვის.


გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ. 
ავტორები:  სერგო  ვარდოსანიძე, ზოია  ჩიმაკაძე, ელგა  ცქიტიშვილი. 
Отправить комментарий